თავში

"შავი ოქრო" უფასურდება

"შავი ოქრო" უფასურდება
შავი ოქრო უფასურდება

ამერიკული ინვესტბანკი Citigroup-ი 2020 წლის პირველ კვარტალში ნავთობზე ფასის მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებს. 

ნავთობის ბაზრის ანალიტიკოსების თქმით, შავი ოქრო კიდევ 22%-ით გაუფასურდება.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით არ არის გამორიცხული ბარელ ნავთობზე ფასი $47 ჩამოვიდეს, რაც ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება.

ნავთობზე ფასის ვარდნის პროგნოზი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, რადგან ჩინეთში ვირუსის გავლენა უფრო ძლიერია ვიდრე მოსალოდნელი იყო.

Bloomberg-ის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $69 შეადგენდა. ბოლო მონაცემებით, კი 2020 წლის იანვარში $54 გაუტოლდა.

Bloomberg-ის ცნობითვე, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ნავთობის მოხმარებაზე მოთხოვნა 20%-ით (დღეში 3 მილიონი ბარელი) დაეცა.

ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია და დღეში 14 მილიონ ბარელს მოიხმარს, რაც საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ მოხმარებული ნავთობის ჯამის ტოლია.

20 იანვრიდან Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა.

ჩინეთში ახალი კორონავირუსის პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთაც. ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ლეტალურმა დაავადებამ ქვეყანაში 425 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აღემატება. მათგან 2788 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, 632 პაციენტი კი განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს.ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 3235 ახალი შემთხვევა. 17 1300 ადამიანი კი, ვინც ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდა, ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system