თავში

"შავი ოქროს" გაუფასურება გრძელდება

"შავი ოქროს" გაუფასურება გრძელდება
შავი ოქროს გაუფასურება გრძელდება

2020 წლის 10 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 53,27 (- 1,20) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweetტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 49,57 (- 0,75) დოლარი/ბარელზე.

შეგახსენებთ, ნავთობის გაიაფებას სპეციალისტები ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებენ.

ცნობისთვის, იანვარში ნავთობი 10%-ით გაიაფდა. "შავი ოქროს" ფასის კლების ტრენდი თებერვლის პირველ ნახევარშიც ნარჩუნდება.

ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა კი 20%-ით შემცირდა.

2020 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ OPEK-ი სხდომის გამართვას გეგმავდა, სადაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ნავთობის ფასზე კორონავირუსის გავლენის საკითხის განხილვას გეგმავდა.

კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.ფატალურმა ვირუსმა ბოლო ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსმა კიდევ 108 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 1016-ს მოიაღწია. ამის შესახებ New York Times-ი წერს. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსით დაინფიცირების 42 638 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სხვადასხვა ნაწილიდან ვუჰანში 20 ათასადე ექიმია გაგზავნილი და მათ დღეს და ხვალ მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეუერთდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system