თავში

შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო და ინტერნეტკაბელის გაყვანის სარგებლიანობას გამოიკვლევენ

შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო და ინტერნეტკაბელის გაყვანის სარგებლია
შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო და ინტერნეტკაბელის გაყვანის სარგებლიანობას გამოიკვლევენ

სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა ჩატარდება, რომელსაც მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. ინფორმაცია მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა, რომ პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება უკვე ჩატარებულია და დადგენილია, რომ მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებით გავლენას იქონიებს.  ტენდერით შეირჩევა კონტრაქტორი კომპანია, რომელიც გამოიკვლევს (Feasibility Study), თუ რა დაჯდება ზღვის დსკერზე საკაბელო სისტემის მშენებლობა, რა იქნება პროექტის სრული ბიუჯეტი, მანვე უნდა ჩაატაროს ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი, მოამზადოს პროექტის იმპლემენტაციისა და შესყიდვების სტრატეგიის გეგმა. სატენერო პირობებით მოთხოვნილია, რომ პროექტის კონსულტანტ ორგანიზაციას მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების ანალიზის, მინიმუმ, 15-წლიანი გამოცდილება ჰქონდეს,მოთხოვნილია წყალქვეშა კაბელების პროექტირების გამოცდილებაც.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელით საქართველო  რუმინეთს დაუკავშირდბა, ანუ, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას ერთმანეთთან დააკავშირებს. 

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შავი ზღვის ფსკერზე ახალი კაბელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განცხადება 2021 წლის მარტში გააკეთა. მაშინ ითქვა, რომ ეს პროექტი პრიორიტეტს წარმოადგენდა. ქართულმა მხარემ ამ პროექტში აზერბაიჯანიც მოიწვია., რადგან საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აზრით, პროექტის კომერციულ მიმზიდველობას გაზრდის, თუ მასში ჩერთვება რეგიონი, მათ შორის, აზერბაიჯანი, რომელიც დღესაც საქართველოს საიმედო პარტნიორია და მონაწილეობს ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების პროცესში მაშინ, როცა საქართველოს ბაზარი დეფიციტურია. 

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანას ენერგეტიკოსები მომავლის პროექტად აფასებენ. ისინი საუბრობენ იმ პოტენციურ სარგებელზე, რაც შეიძლება ამ პროექტისგან საქართველომ მიიღოს. გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, ამით უფრო თამამად გახდება შესაძლებელი განახლებადი ელექტროენერგიის ექსპლუატაციაში შეყვანა.

"სერიოზულ სარგებელს მოიტანს ჩვენი სისტემის უსაფრთხოებისა და მდგრადობისთვის. როგორც აღვნიშნე, უფრო ინტენსიურად და თამამად შევიყვანთ მზისა და ქარის სადგურებს ექსპლუატაციაში, როცა დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 150-200 მგ/ვტ-ზე მეტი არ არის. სექტორი მეტს ვერც აიტანს, რადგან სარეზერვო სისტემა არ მოგვეპოვება. შესაძლოა, ტარიფის შემცირების შეასძლობლობაც გაჩნდეს და დაიწყოს საუბარი ამ კაბელით აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის გატარებაზეც", - აცხადებს გია არაბიძე report.ge-თან. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ეს პროექტი ელექტროკაბელთან ერთად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობასაც გულისხმობს. ამჟამად სახელმწიფო ელექტროსისტემა საერთაშორისო დონორების დაფინანსებულ 446 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს აშენებს:

1) ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა 2 (135 მლნ ევრო, KfW );
2) ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (100 მლნ ევრო, KfW);
3) ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი (90 მლნ ევრო, EBRD);
4) გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი“ (59 მლნ აშშ დოლარი, მსოფლიო ბანკი);
5) ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი (62 მლნ ევრო, მსოფლიო ბანკი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system