თავში

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა განიხილება

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის
შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა განიხილება

შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას ერთმანეთთან დააკავშირებს - ეს იყო ერთ-ერთი პროექტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან განიხილეს საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. პროექტის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიაწოდა.

ნათია თურნავას განცხადებით, პროექტი, რომლის განხორციელების იდეაც ორი-სამი წლის წინ გაჩნდა, ისტორიული მნიშვნელობისაა.

„მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, დააფინანსოს პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და ამის შესახებ უკვე მოვახსენეთ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროექტში მონაწილეობა მიიღონ დასავლურმა კომპანიებმა, ამიტომ ევროკავშირის შესაბამისმა სტრუქტურებმაც მოუწოდეს მათ, მონაწილეობა მიიღონ როგორც შესწავლის დაფინანსებაში, ასევე შემდგომში ინვესტორებისა და კონტრაქტორების მოძიებაში,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან, ევროკავშირის ბაზრის სრული ათვისება და ახალი პროდუქციის ჯგუფების შერჩევა, - ეს გზავნილები ჩაიტანეს ქართველმა დელეგატებმა ბრიუსელში.

დახმარებების პაკეტი, ფინანსური მხარდაჭერა და ინვესტიციები - ეს ძირითადი მიმართულებებია, რა მხრივაც საქართველო ევროკავშირისგან ქართული დელეგაციის სტუმრობის შემდეგ ელოდება. ირაკლი ღარიბაშვილისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში გუშუნ წინ დაიწყო. გუშინ შედგა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომაში მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system