თავში

შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოპოვებას OMV Petrol-ი დაიწყებს

შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოპოვებას OMV Petrol-ი დაიწყებს
შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოპოვებას OMV Petrol-ი დაიწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrol-ს შორის შავ ზღვაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდება.

მისი შეფასებით,  ფაქტი, რომ ასეთი დიდი ჯგუფი, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში შემოდის, მეტყველებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მდგრადობაზე.

„მთავრობამ განიხილა და მოიწონა  პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც დაიდება ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrol-ს შორის. კომპანია OMV Petrol-მა გაიმარჯვა შავ ზღვაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების ტენდერში 2020 წლის ზაფხულს, ეს იყო პანდმიის შუა პერიოდი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამ ტენდერში მსხვილმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სურვილი გამოხატა საქართველოში საქმიანობის, ნავთობის და გაზის მოპოვების სფეროში და დღეს მთავრობამ მოიწონა ხელშეკრულება რომელიც რამდნეიმე დღეში დაიდება“,- განაცხადა თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია „OMV PETROM S.A.“ ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც „OMV PETROM“ - ი ოპერირებს. 2005 – 2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system