თავში

შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურა მთავრობის პრიორიტეტია

შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურა მთავრობის პრიორიტეტია
შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურა მთავრობის პრიორიტეტია

"საქართველოს შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურა მთავრობის პრიორიტეტია და მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა განვითარდეს ფოთი, ანაკლია და ყველა სხვა საზღვაო პროექტი," - - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოსტპანდემიური ეკონომიკა სრულიად სხვა იქნება და ჩვენ უნდა ვიპოვოთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ეფექტური წერტილები და ერთ-ერთი ასეთია სწორედ საზღვაო ტრანსპორტის განვითარება.

„ამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ ამაში უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს. მომავალი 4 წელი ფოთის აღმშენებლობის წლები იქნება. დაიწყება და დასრულდება ახალი საპორტო ინფრასტრუქტურისა და ტერმინალის მშენებლობა, მოეწყობა შემოვლითი გზა, რათა ფოთელებმა ცოტა უფრო კომფორტულად იცხოვრონ და სატვირთო ტრანსპორტი არ მოძრაობდეს შუა ქალაქში. მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ახალგაზრდას, რომელსაც ჯერ არ აქვს არჩეული პროფესია, ვურჩიო ყურადღება გაამახვილონ ფოთის საზღვაო აკადემიაზე, რომელიც 2021 წლიდან 1000 სტუდენტს უმასპინძლებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროფესიაა, რომელმაც უნდა მოგვცეს ქვეყნის, როგორც რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაბის განვითარების შესაძლებლობა“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ფოთში საზღვაო სასწავლებლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი და სხვა ოფიციალური პირები.

სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს, უზრუნველყოფს რეგიონის ლოგისტიკური ცენტრებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი ფოთის ფილიალი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორიამოეწყო. სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ცენტრს დღეს უკვე ჰყავს 21 თანამშრომელი.

ცნობისთვის, საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს სტუდენტებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები შეძლებენ მოკლევადიან სასწავლო კურსების გავლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system