თავში

შეამცირა თუ არა თამბაქოს მოხმარება ახალმა საგადასახადო რეგულაციებმა

შეამცირა თუ არა თამბაქოს მოხმარება ახალმა საგადასახადო რეგულაციებმა
შეამცირა თუ არა თამბაქოს მოხმარება ახალმა საგადასახადო რეგულაციებმა

ACT Impact-მა ჩაატარა კვლევა, რა გავლენა მოახდინა თამბაქოს აქციზის ზრდამ სექტორზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. სატელეფონო გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

ACT Impact-ის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მწეველების დაახლოებით მესამედი გადასახვევ თამბაქოს მოიხმარს.კვლევამ აჩვენა, რომ თამბაქოზე აქციზის მომატებით ქვეყანას არც დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლები და არც სხვა სარგებელი მიუღია. ამ ცვლილებით ვერც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება მოხერხდა, პირიქით, სიგარეტის უფრო იაფფასიანი და დაბალი ხარისხის ალტერნატივით ჩანაცვლებამ ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი რისკები შექმნა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მწეველების დაახლოებით მესამედი რეგულარულად მოიხმარს გადასახვევ თამბაქოს, რადგან პროდუქტის ფასი მათთვის ხელმისაწვდომია. მწეველთა 14.9%-მა, რომელთაც იციან გასახვევი თამბაქოს არსებობს შესახებ, თუმცა, არასდროს მოიხმარდნენ, განაცხადეს, რომ მომავალში აპირებენ პროდუქტის მოხმარებას. ამავე ჯგუფის 16,1%-მა არ იცის რას იზამს და როგორ შეცვლის ქცევას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყოფილმა მწეველებმა მოწევას თავი უმეტესად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაანებეს (54.6%), ხოლო გაზრდილი ფასები ბარიერად მხოლოდ 5.3%-მა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმეტესობას ურჩევნია ფილტრიანი სიგარეტის გადასახვევი თამბაქოთი ჩანაცვლება, ვიდრე უფილტრო ბრენდირებული თამბაქოთი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system