თავში

შეასრულებს თუ არა ეროვნული ბანკი დანაპირებს

შეასრულებს თუ არა ეროვნული ბანკი დანაპირებს
შეასრულებს თუ არა ეროვნული ბანკი დანაპირებს

2019 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესში ცვლილებების შეტანაზე და მის გამარტივებაზე მუშაობდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ცვლილებები 2020 წლის მარტიდან უნდა ამოქმედებეულიყო, თუმცა ეროვნულ ბანკში ვერ აკონკრეტებენ როდიდან შეძლებწნ დანაპირების შესრულებას. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალ წესებზე მუშაობა ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის, ისევ მიმდინარეობს.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, საკითხზე შეთანხმება ვერ ხერხდება, რის გამოც რეგულაციები გადავადდა.

,,იმედი გვაქვს, რომ მარტში ამოქმედდება, მაგრამ პირველი მარტიდან სავარაუდოდ, ვეღარ ამოქმედდება, რადგან გარკვეული პერიოდი ბანკებისთვისაც აუცილებელია, რომ აღნიშნული ცვლილებების ასახვა მოახდინონ," - ამბობს ძნელაძე.

პესიმისტურადაა განწყობილი ეკონომისტების დიდი ნაწილი, რომლებიც report.ge-ს უცხადებენ, რომ შეთანხმება აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერ შედგება. ეკონომისტების პესიმიზს არ იზიარებენ ,,საზოგადოება და ბანკებში”. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეგულაციების დაპირებული შერბილება დიდხანს არ გადავადდება.

"არა მგონია, რომ კიდევ მეტად გადავადდეს. ყოველ შემთხვევაში, შერბილებაზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც და ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც. მოსალოდნელი იყო და შეარბილებენ კიდეც. ვფიქრობ, რაღაც ტექნიკური საკითხია და რეგულაციების შერბილება დიდი ხნით არ გადავადდება”,რამდენადაც ვიცი, მარტი ისევ ძალაშია და იმედია, რომ დროულად ამოქმედდება შერბილებული რეგულაციები, რომელიც ძალიან ბევრ მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ აიღოს სესხი და უფრო მეტი თანხა ისესხოს თუ მას სჭირდება. მაგრამ, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ხალხმა თანხა, უბრალოდ, უნდა ისესხოს. კრედიტის აღების აუცილებლობა თუ არ არსებობს, სჯობს, საერთოდ არ ისესხონ თანხა," - აცხადებს "საზოგადოება და ბანკების" პრეზიდენტი გიორგი კეპულაძე.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, საბანკო რეგულაციები 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, გამკაცრდა სესხის გაცემის პირობები, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხი აღარ გაიცემა, ამასთანავე განისაზღვრა ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით კრედიტის მომსახურების კოეფიციენტები, რომელიც ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი:

1.თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);

2.თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);

3.თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);

4.თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 29 იანვარს დაადასტურა, რომ 4 კატეგორიის ნაცვლად 2 საშემოსავლო კატეგორია რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხების აღება გამარტივდება, ხოლო ახალი ლიმიტების პირობებში დაკრედიტებას სავარაუდოდ, ამგვარი ექნება (ჰეჯირებული მსესხებლებისთვის):

1.თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს)

2.თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება ხელფასის 60%-ს (რაც 1001 ლარის ხელფასის შემთხვევაში თვეში 600 ლარია, 2000 ლარის შემთხვევაში თვეში 1200 ლარი, 3000 ლარის შემთხვევაში თვეში 1800 ლარი, 4000 ლარის შემთხვევაში თვეში 2400 ლარი და ასე შემდეგ)

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system