თავში

შეჩერდება თუ არა პენსიის შეტანა

შეჩერდება თუ არა პენსიის შეტანა
შეჩერდება თუ არა პენსიის შეტანა

„ამ ეტაპზე ეს ზომა არ არის გათვალისწინებული“, - ასეთია ვიცე-პრემიერის პასუხი იმ ექსპერტებისა და ორგანიზაციებისადმი, რომლებიც მთავრობას საპენსიო შენატანების დროებით შეჩერებას ურჩევენ.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განმარტა, ხელისუფლებამ 1.2 მლრდ ლარის პაკეტი როგორც - მოქალაქეებს, ასე ბიზნესს იმისთვის შესთავაზა, რომ ბიზნესმა შეძლოს თავისი დასაქმებულების შენარჩუნება და ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები სამუშაოდაკარგული ადამიანი იყოს. შესაბამისად, მინისტრი მიიჩნევს, რომ საპანსიო შენატანების შეჩერება ამ ეტაპზე საჭირო არაა.

პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით რომ 1.2 მლრდ ლარის პაკეტი შევთავაზეთ, როგორც ჩვენს მოქალაქეებს ასევე ბიზნესს და ბიზნესისთვის შეთავაზებული პაკეტი იყო მიმართული იმისკენ, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები. ვინაიდან ჩვენ ჯერ ამ საგანგებო ვითარებაში მხოლოდ 1 თვეა, რაც ვიმყოფებით, იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი შეძლებს და გამონახავს საკუთარ რესურსსაც, რომ არ გაუშვას სამსახურიდან მისი კვალიფიცირებული პერსონალი, ადამიანები, რომელთა ტრენინგსა თუ კვალიფიკაციის ამაღლებაში ბიზნესმაც დახარჯა საკმაოდ დიდი დრო და რესურსი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ იმ ადამიანების რაოდენობას და არ შეგვიძლია შევაფასოთ თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შესაბამისად, ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით თუ რა ზომების მიღება, თუ რა რაოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ამ ადამიანების საბაზისო, მინიმალური საჭიროებები, რომელიც შესაძლოა ამ ადამიანებს დასჭირდეთ და რომლის რესურსი ჰქონდეს დღეს," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system