თავში

შეჩერდება თუ არა საპენსიო შენატანები

შეჩერდება თუ არა საპენსიო შენატანები
შეჩერდება თუ არა საპენსიო შენატანები

საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა კორონავირუსისა და გლობალურად ნავთობის ფასების ვარდნით საქართველოს ეკონომიკური ზარალი გააანალიზა.

რეგულაციების შერბილება, მოსახლეობისთვის სოციალური ვაუჩერების დარიგება, საბანკო რეგულაციების გამარტივება - ასეთია საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-ის რეკომენდაციები, რომლის გატარების შემთხვევაში, ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად დაზარალდება კორონავირუსითა და ნავთობის გაიაფებით.

ასევე, Galt & Taggart-ი საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის მსგავსად, სახელმწიფოს დროებით საპენსიო შენატანების შეჩერებისკენ მოუწოდებს. 

არსებული საპენსიო მოდელით, ყოველი დასაქმებულის ხელფასიდან 6% ავტომატურად მიიმართება სახელმწიფო საპენსიო ფონდში, საიდანაც 2-2%დასაქმებულისა და დამსაქმებლის კონტრიბუციაა, 2 პროცენტული პუნქტი  კი - სახელმწიფოს კონტრიბუცია გახლავთ.

Galt & Taggart-ი კორონავირუსის მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ზემოქმედების მასშტაბის სამ სხვადასხვა სცენარს - ოპტიმისურს, შუალედურსა და პესიმისტურ სცენარებს განიხილავს.

სამივე ეკონომიკური სცენარის პირობებში საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ზეწოლის ქვეშ ექცევა, მოსალოდნელი წლიური დანაკლისი პირველი სცენარით 1.7 მილიარდი დოლარი, მეორე სცენარით 3.1 მილიარდი დოლარი, მესამე სცეარით კი 4.4 მილიარდი დოლარი იქნება.

პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ბანკი ქვეყანაში რეცესიას და მშპ-ის დონის 6%-იან ვარდნას პროგნოზირებს.

Galt & Taggart-ის ანტიკრიზისული გეგმის მოკლევადიანი ღონისძიებები:

  • მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური შემწეობა/კომუნალური გადასახადების დაფინანსება;
  • ქონების გადასახადის განახევრება;
  • საგარეო დაფინანსების მოზიდვა;
  • ბიზნესის რეგულაციების გადახედვა/შეჩერება;
  • საპენსიო შენატანების შეჩერება დროებით;
  • ფინანსური პირობების შერბილება ბანკებისთვის (კაპიტალის მოთხოვნები და სხვა);
  • საბანკო რეგულაციების შემდგომი გამარტივება;
  • საავადმყოფოების აღჭურვა/გაძლიერება;
  • სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერის გაგრძელება.


გრძელვადიანი ღონისძიებები

  • ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავება მსოფლიოში შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით;
  • არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მაქსიმალური გამოყენება (DCFTA და სხვა ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები);
  • დარგების იდენტიფიცირება/წახალისება, სადაც მეტნაკლებად გვაქვს წარმოების პოტენციალი, როგორც შიდა ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის;
  • უცხოური ინვესტიციების მოზიდვა;
  • განათლების სექტორის ძირეული რეფორმა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system