თავში

შეჭირვებულ მოხუცებს "აპეტიტო" წინა დღის ვარგის საკვებს უფასოდ გაატანს

შეჭირვებულ მოხუცებს "აპეტიტო" წინა დღის ვარგის საკვებს უფასოდ გაატანს
შეჭირვებულ მოხუცებს აპეტიტო წინა დღის ვარგის საკვებს უფასოდ გაატანს

სამზარეულო ''აპეტიტო'' მოხუცებს, რომლებსაც პენსია არ ჰყოფნით, წინა დღის ვარგის საკვებს უფასოდ გაატანს. ამის შესახებ სწრაფი კვების ობიექტების ქსელის  მეპატრონემ Report.ge-ს დაუდასტურა.

„რამდენიმე პენსიონერი გვყავს უკვე თითო ფილიალზე. თავად მოდიოდნენ, გვეკითხებოდნენ და ვატანდით. დღეს მაგალითად ერთ-ერთ ფილიალზე 8 ადამიანი იყო მოსული. ყველას ისე გავუნაწილე, რომ ეყოთ. ისიც არ გვინდა, რომ ვინმე მოვიდეს და გულნატკენი გავუშვათ, “ - ''აპეტიტოს'' დამფუძნებელი თეკო ვახანია

იმის გამო, რომ შესაძლოა მოხუცებს ინტერნეტთან წვდომა ნაკლებად ჰქონდეთ, “აპეტიტოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ ფილიალებთან აბრები დამონტაჟდა, ამ ინფორმაციის შესახებ ყველამ გაიგო. თეკო ვახანია ამბობს, რომ ბიზნესი უნდა გრძნობდეს სოციალურ პასუხისმგებლობას და ცდილობდეს უკეთესი გახადოს ჯერ მისი ყვეყანა, შემდეგ სამყარო.წინა დღის საკვების უფასოდ აღება მოხუცებს შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:
დიდი დიღომი-მირიან მეფის 75.დიდი დიღომი მირიან მეფის 23.ყაზბეგის 36.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system