თავში

შედეგიანია თუ არა სოფლის მეურნეობაზე გაცემული სახელმწიფო ფული

შედეგიანია თუ არა სოფლის მეურნეობაზე გაცემული სახელმწიფო ფული
შედეგიანია თუ არა სოფლის მეურნეობაზე გაცემული სახელმწიფო ფული

2018 წლის მონაცემებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობს დასაქმებულთა 43.1%, მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობის სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.7%-ია. როგორც PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, ეს ნიშნავს სექტორის დაბალპროდუქტიულობას და რაც მთავარია, სოფლად მცხოვრები ადამიანების დაბალ შემოსავლებს. კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში სოფლად მცხოვრები ადამიანების რეალური შემოსავალი არ იცვლება.

„რეალურ შემოსავლებთან ერთად სექტორის დაბალი პროდუქტიულობა და ზრდის დაბალ ტემპები განაპირობებს იმასაც, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა (ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 42%) უფრო ღარიბია, ვიდრე ქალაქად მცხოვრები. კერძოდ, 2018 წელს ქალაქად სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მოსახლეობის 18.0%, მაშინ როცა სოფლად ეს მაჩვენებელი 23,1%-ს შეადგენდა“,- ნათქვამია კვლევაში.

PMCG-ის მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეული ხარჯები 2010 წლიდან მოყოლებული საგრძნობლადაა გაზრდილი. მათივე ინფორმაციით, ხარჯებმა პიკს 2016 წელს მიაღწია და 330,3 მილიონი ლარი შეადგინა.

„2018 წელს მოხდა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანება. შედეგად, 2018 წლის დამტკიცებული გეგმის თანახმად გაერთიანებული სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 274,8 მილიონ ლარს. ხოლო 2019 წლის გეგმის მიხედვით 338.9 მილიონ ლარს. სექტორის სუსტ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და სექტორში მწარმოებლურობის დაბალ დონეს რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, სასოფლო სამეურნეო მიწების დანაწევრება და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც იწვევს მიწის რესურსის არაეფექტიან განკარგვას. ასევე, პრობლემურია სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა რგოლებს შორის კავშირის სისუსტე, საკონსულტაციო და საექსტენციო მომსახურება, განათლება, სტანდარტების დაცვა და ა.შ..“,- ნათქვამია კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system