თავში

"შეღავათიან აგროკრედიტში“ 300 მილიონი ლარია ინვესტირებული

"შეღავათიან აგროკრედიტში“ 300 მილიონი ლარია ინვესტირებული
შეღავათიან აგროკრედიტში“ 300 მილიონი ლარია ინვესტირებული

სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით შექმნილმა სახელმწიფო პროგრამებმა პირველი შედეგები უკვე აჩვენა და, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, წლევანდელი სამეურნეო წელი უხვმოსავლიანობითაა გამორჩეული. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიან აგროკრედიტში“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. ამ თანხამ დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა. ანუ, თითქმის 10-ჯერ მეტი რესურსი. 

"სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობს 40 000 ფერმერი. მათი ნაწილი ჩართულია USAID-ის, UNDP-ის, შვეიცარიის და ავსტრიის განვითარების სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო პროექტებში. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ ფერმერს მივაწვდინოთ ხმა, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს პროგრამები. ამისთვის ტარდება არაერთი შეხვედრა რაიონებში,სოფლებსა და დაბებში. ათასობით ადამიანს ვხვდებით და ვუყვებით ჩვენს პროექტებზე“, - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი.

შეგახსენებთ, პროგრამის "შეღავათიანი აგროკრედიტის"  განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ დაწყებიდან შექმნილია 11 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. უწყება განმარტავს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა რეალურად კიდევ უფრო მეტია, რადგანაც მოცემული მონაცემები მიღებულია მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ბენეფიციარების მაჩვენებლების მიხედვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system