თავში

შეღავათიან ფასად "სოკარმა" 740 000 ლიტრამდე აგროდიზელი გაყიდა - Exclusive

შეღავათიან ფასად "სოკარმა" 740 000 ლიტრამდე აგროდიზელი გაყიდა
შეღავათიან ფასად სოკარმა 740 000 ლიტრამდე აგროდიზელი გაყიდა - Exclusive

მიმდინარე წლის 20 მაისიდან ფერმერებს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" ბენზინგასამართ სადგურებზე ფასდაკლების აგრობარათით დიზელის ყიდვა შეღავათიან ფასში შეუძლიათ. ეს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ხდება. პროექტის ფარგლებში, საწვავის ლიმიტი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა.პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.25 და მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელ ყველა ფიზიკურ და იურიდიული პირს.

პროექტის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

როგორც report.ge-ს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" დირექტორი ლევან გიორგაძე უხსნის, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით. ეს შეთანხმება სახელმწიფოსთან მოქმედებს 2020 წლის ბოლომდე.

ლევან გიორგაძის განმარტებით, ფასი გადაითვლება ყოველთვიურად.

"ფასი გადაითვლება ყოველთვიურად და დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად: საწვავის ავტოგასამართი სადგურებიდან გატანის შემთხვევაში, კონსოლიდირებული ტენდერის ფასს აკლდება 16 თეთრი, ხოლო ნავთობ-ბაზებიდან საბითუმოდ გატანის შემთხვევაში - კონსოლიდირებული ტენდერის ფასს აკლდება 20 თეთრი," - განუცხადა report,.ge-ს გიორგაძემ და დასძინა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ამ პროგრამის ფარგლებში, 740 000 ლიტრამდე დიზელია გაყიდული.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამით, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენს 89 ავტოგასამართ სადგურზე.

"პროგრამა საკმაოდ ეფექტურია როგორც ფერმერებისთვის, ისე - ჩვენთვის," - განმარტავს გიორგაძე.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები, ახალი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად იყიდიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, პროგრამით ისარგებლებს 200 000-მდე ფერმერი და დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე თანხა დაიზოგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system