თავში

,,შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტი ვერც კორონავირუსმა შეაფერხა

,,შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტი ვერც კორონავირუსმა შეაფერხა
,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ვერც კორონავირუსმა შეაფერხა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტები ეპიდემიის პირობებშიც გრძელდება. ,,შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, გაიცა 91,494,457 ლარის ღირებულების 1,714 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 14,494,666 ლარი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, პროექტის მიზანია, აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

,,პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებენ აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის. კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (15 ბანკი და 3 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო სააგენტო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას. უნდა აღინიშნოს, რომ აგროსექტორით საბანკო/სალიზინგო სექტორის დაინტერესება პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყოფს ხელს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი“, - აცხადებენ სააგენტოში.

გღძელდება ასევე „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ თანადაფინანსების პროგრამა. ის მოიცავს კომპონენტებს, როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.

31 მარტის მდგომარეობით, სულ გაფორმდა 99 ხელშეკრულება, ჯამური ინვესტიციით 9,012,080 ლარი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 3,553,273 ლარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system