თავში

პრემიერი: შეიძლება ჩვენს ბევრ მოქალქეს 200-ლარიანი დახმარება არ სჭირდება

შეიძლება ჩვენს ბევრ მოქალქეს 200-ლარიანი დახმარება არ სჭირდება
პრემიერი: შეიძლება ჩვენს ბევრ მოქალქეს 200-ლარიანი დახმარება არ სჭირდება

"შეიძლება მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ჩვენ მიერ შეთავაზებული 200-ლარიანი დახმარება არ სჭირდება და დღეიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა უარი განაცხადონ ამ დახმარებაზე საკუთარი განცხადების საფუძველზე,"  - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობას კარგად ესმის, რომ კომუნალურ გადასახახებზე მოქმედ შეღავათებთან ერთად, 200-ლარიანი დახმარება, არის ის მინიმუმი, რაც სახელმწიფოს შეუძლია გაუკეთოს დღეს საკუთარ მოქალაქეებს.

"ჩვენ ვთქვით, რომ ეს დახმარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი მათთვის, ვინც პანდემიისა და გლობალური ეკონო იკური კრიზისის  გამო შემოსავალი დაკარგა, თუმცა ამავე დროს გვესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება არ სჭირდება და დღეიდან მათ ექნებათ სესაზლებლობა საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი განაცხადონ მთავრობის ამ მახარდაჭერაზე," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system