თავში

"შეკვეთებმა შუა აზიიდან საქართველოში გადმოინაცვლა"

"შეკვეთებმა შუა აზიიდან საქართველოში გადმოინაცვლა"
შეკვეთებმა შუა აზიიდან საქართველოში გადმოინაცვლა

"მსხვილი შეკვეთები წამოვიდა ნაცვლად იმ ქვეყნებისა, როგორიც არის შუა აზიის ქვეყნები, იორდანია და ეგვიპტე. მათი შეკვეთები, ფაქტობრივად, წამოვიდა საქართველოში, რაც გახდა საფუძველი იმის, რომ უკვე მეოთხე საწარმოს მშენებლობა დავიწყეთ ქალაქ რუსთავში," - ამის შესახებ  „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა, გია ლომინაძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისი თქმით, ეს იმის შედეგია, რომ ინვესტორების თვალში საქართველოს მიმართ ნდობა გაიზარდა, რადგან პანდემიის პირველ ეტაპს ქვეყანამ თავი წარმატებით გაართვა. თუ ლოკდაუნი მეორედ მოხდება, ლომინაძე ამბობს, რომ ამ ნდობას ქვეყანა დაკარგავს, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

"პანდემიის პირველ ეტაპს, საქართველომ ძალიან კარგად გაართვა თავი და საქართველომ მიიღო ძალიან დიდი ნდობა მსოფლიოს ბრენდებისგან და ძალიან ცნობილი ბიზნესებისგან. თუ ლოკდაუნი მოხდება, ჩვენ არ ვსაუბრობთ ფინანსურ ზარალზე, ჩვენთვის მთავარია, რომ ის დიდი ნდობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს კომპანიას აქვს, ამ შემთხვევაში, ისეთი დამკვეთებისგან, როგორიც არის „ნაიკი“ და „ადიდასი“, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ იმ ტენდენციით, როგორიც არის დაგეგმილი“, – განაცხადა „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა.

მისი თქმით, პრემიერმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ლოკდაუნი არ იქნება, რადგან საქართველოს ეკონომიკა ამას ვეღარ გადაიტანს.

„პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა და ჩვენ სავსებით ვეთანხმებით იმაში, რომ ლოკდაუნი აღარ განხორციელდება, რადგან ჩვენი ეკონომიკა ამას ვეღარ გადაიტანს. ეს, ალბათ, ძალიან მტკივნეული იქნება კონკრეტულად ჩვენი საწარმოსთვისაც, რადგან, როდესაც საქართველოში პირველი „ლოკდაუნი“ მოხდა, მთელს მსოფლიოში იგივე პროცესი მიმდინარეობდა და არ იყო თვალში მოსახვედრი საქართველოს სიტუაცია, მაგრამ ახლა რომ მოხდეს, საკმაოდ რთული იქნება," - განაცხადა ბიზნესმენმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდდნენ. ბიზნესმა პრემიერთან 2 მოთხოვნა დააყენა: ერთი საგადასახადო შეღავათების გაგრძელება და მეორე საბანკო სესხების გადავადებაა. პრემიერი ბიზნესის მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესაძლებლობის განხილვისთვის დრო ითხოვა.

პრემიერმა ბიზნესთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება. მთავრობის მეთაური ინვესტორებს დაჰპირდა, რომ თუკი ქვეყანაში შემოვა ნებისმიერი მოცულობს ინვესტიცია და მას რაიმე სახის ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნება, გიორგი გახარია პირადად ჩაერევა და ბიზნესს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მთავრობის მეთაურმა ბიზნესსექტორს ისიც აუხსნა, რომ გაისად ეკონომიკური სტიმულირებისთვის რესურსი შეზღუდული იქნება.

შეგახსენებთ, დღეს 5 მსხვილმა ბიზნესასოციაციამ პრემიერს ღია წერლით მიმართა. მთავრობას ბიზნესი შემდეგ შეღავათებს სთხოვს: 1. განხილულ იქნას საკითხი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების თაობაზე. 2. მოხდეს დღგ-ს გადახდა საქონლის რეალიზაციის შემდეგ. 3. ეთხოვოს საბაკო სექტორს, ბიზნეს კომპანიებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევა და საბანკო ვალდებულებების 6 თვით გადავადება. 4. კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით თანხის გადავადების და ეტაპობრივი გადახდის გონივრული სქემების შემუშავება. 5. მცირე კომპანიებში, დასაქმებულების შენარჩუნების სანაცვლოდ 6 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ის ფონდის თანხების მეშვეობით მოხდეს ხელფასის ნაწილის კომპენსირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system