თავში

გიორგი გახაია: ვისაც რაიმე შემხებლობა ჰქონდა დანაშაულთან, იქნება დაკავებული

შემხებლობა ჰქონდა დანაშაულთან, იქნება დაკავებული
გიორგი გახაია: ვისაც რაიმე შემხებლობა ჰქონდა დანაშაულთან, იქნება დაკავებული

აქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბ ანგარიშფაქტურების საქმეზე გააკეთა კომენტარი. გახარია ამბობს, რომ გამოძიება დააკავებს ყველას, ვისაც აღნიშნულ დანაშაულთან ექნება შეხება.

"ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. თქვენ მართალს ბრძანებთ, ბევრი დამნაშავე ამ კონკრეტულ ეპიზოდთან მიმართებით არის დაკავებული, მიმდინარეობს ყველა შესაძლო პირის გამოკითხვა, ვისაც რაიმე შემხებლობა ჰქონდა მსგავს დანაშაულთან, იქნება დაკავებული,"- ამბობს გახარია.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე 62 პირია დაკავებული, 123 მილიონის ღირებულების ქონებაა დაყადაღებულია. 

"გამოძიების დეტალებს ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს კონკრეტულ გვარებსა და სახელებზე”,- აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა 100 მილიონის დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაყალბების საქმეზე საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system