თავში

შემოსავლების სამსახური ცალკეულ მომსახურებებზე საფასურს ხსნის

შემოსავლების სამსახური ცალკეულ მომსახურებებზე საფასურს ხსნის
შემოსავლების სამსახური ცალკეულ მომსახურებებზე საფასურს ხსნის

შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებისთვის რამდენიმე მომსახურებაზე საფასურს მოხსნის. ამის შესახებ მათ დღეს განაცხადეს. 

2021 წლის 25 სექტემბრიდან განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში მომსახურებას მომხმარებელი შეღავათებით მიიღებს. 

განცხადებების ჩამონათვალი, რომლის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაშიც პირი თავისუფლდება მომსახურების საფასურის გადახდისგან:

  • საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე;
  • საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე;
  • გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენის შესახებ;
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება;
  • ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა;
  • გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ (დაქირავებული პირის მომართვის შემთხვევაში);
  • ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის რეგისტრაცია.

საფასურები განახევრდება, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში შემდეგ განცხადებებზე:

  • საგადასახადო ორგანოსთან შედარების აქტის გაფორმების შესახებ;
  • შვიდნიშნა კოდის რეგისტრაცია სტაციონალური ობიექტებისათვის-ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისათვის;
  • მოსარგებლედ რეგისტრაცია ან ვადის გაგრძელება-ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისათვის.
  • საფასურის გადახდის ახალი პირობით სარგებლობა მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system