თავში

შემოსავლების სამსახურში კომპენსაციებზე მეწარმეების კითხვებს უპასუხეს

შემოსავლების სამსახურში კომპენსაციებზე მეწარმეების კითხვებს უპასუხეს
შემოსავლების სამსახურში კომპენსაციებზე მეწარმეების კითხვებს უპასუხეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა და მომსახურების დეპარტმენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ისაუბრეს და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს. 

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, საქართევლოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისა და შემდგომ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით არის გადადგმული.

მისივე თქმით, ამ კრიზისულ და პანდემიასთან ბრძოლის პირობებში მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს მიზნობრივი სოციალური დახმარება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადახდის სუბსიდირების კუთხით, მეწარმეებს მივცეთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რათა კრიზისის პირობებში, ჩვენმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და შემოსავალი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერა კი ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელი კომპონენტია, ‘’- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system