თავში

შემოწმებული 79 კვების ობიექტიდან 27 დაჯარიმდა

შემოწმებული 79 კვების ობიექტიდან 27 დაჯარიმდა
შემოწმებული 79 კვების ობიექტიდან 27 დაჯარიმდა

დღეისთვის საქართველოში 79 კვებისა და 1818 განთავსების ობიექტია შემოწმებული. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის დადებითი დასკვნა 736 სასტუმროზეა გაცემული.

ფერაძის თქმით, კვების 27 ობიექტზე მოთხოვნების დარღვევისთვის სანქციები გაიცა.

„დღეისთვის შემოწმებულია 79 კვების ობიექტი, მოთხოვნები დააკმაყოფილა - 52-მა, ვერ დააკმაყოფილა -27-მა და შესაბამისად, სანქცირების მექანიზმი იქნა გამოყენებული. რაც შეხება განთავსების სექტორს, ჯამში 1818 ობიექტია შემოწმებული, რომელთაგან დადებითი დასკვნა გაცემულია 736 სასტუმროზე,“- განაცხადა ბექა ფერაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system