თავში

შემოწმებული კოსმეტიკის 6 ნიმუშიდან სტანდარტს არც ერთი პასუხობს

შემოწმებული კოსმეტიკის 6 ნიმუშიდან სტანდარტს არც ერთი პასუხობს
შემოწმებული კოსმეტიკის 6 ნიმუშიდან სტანდარტს არც ერთი პასუხობს

6 შემოწმებული პარფიუმერულ-კოსმეტიკური ნიმუშიდან სტანდარტი ექვსივე შემთხვევაში დარღვეულია. ამის შესახებ ინფორმაციას  „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა, ყველა ნიმუშზე დარღვეული იყო ეტიკეტირების წესები. კოსმეტიკურ ნაწარმში ასევე სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებების - ტყვიისა და დარიშხანის შემცველობა დადასტურდა.
„პროდუქცია შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების მიხედვით, გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ ზოგიერთი კონსერვანტის, ტყვიისა და დარიშხნის შემცველობაზე.

ყველა ნიმუშზე დარღვეული იყო ეტიკეტირების წესები. ეს პროდუქტები დაშვებულ პარაბენებს ან კონსერვანტ ფენოქსიეთანოლს შეიცავდა, მაგრამ ეს ეტიკეტზე არ იყო აღნიშნული, როგორც ამას ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს. გარდა ამისა, ერთ ნიმუშში, კერძოდ, ტონალურ საცხში "ბალეტი" მცირე ოდენობით ტყვია და დარიშხანიც აღმოჩნდა", - აღნიშნულია ორგანზიაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

როგორც „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში" განმარტავენ, ამ ტიპის პროდუქციაში ტყვიისა და დარიშხნის არსებობა აკრძალულია როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში მოქმედი ნორმების მიხედვით. თუმცა, ვინაიდან ეს ნივთიერებები ბუნებრივ გარემოში გვხდება, მათ შეიძლება შეიცავდეს პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის ნედლეული, ჭურჭელი, რომელშიც ეს პროდუქციაა განთავსებული, ან ისინი პროდუქციაში საწარმოო პროცესის დროს მოხვდეს. 

,,ევროკავშირში დაშვებულია ტყვიისა და დარიშხნის ნარჩენების არსებობა პარფუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში, იმ შემთხვევებში, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო მცირე ოდენობით ტყვიისა და დარიშხნის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშში“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ შემოწმებული კოსმეტიკური პროდუქციის ჩამონათვალი ასე გამოყურება:

  • ტონალური საცხი "ბალეტი" (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "სვობოდა"/რუსეთი)
  • სახის საწმენდი "ალოე" (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: კოსმეტიკური კომპანია შპს "როზაიმპექსი"/ბულგარეთი)
  • ტანის ლოსიონი "ზიაია" (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ზიაია"/ პოლონეთი)
  • შამპუნი "ბიოკონი" (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Medical NGO Biocon/უკრაინა)
  • სახის საწმენდი "ბიოკონი" (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: Medical NGO Biocon/უკრაინა)
  • თმის საღებავი "რევლონი N43" (მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "რევლონი"/იტალია)

აქედან,  ტყვია და დარიშხანი აღმოჩნდა „ბალეტში“, დანარჩენების შემთხვევაში კი დარღვეული იყო ეტიკეტირების წესები.

პარფიუმერული ნაწარმის შესახებ კვლევის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ 11 აგვისტოს გამოაქვეყნა. კვლევა სულ 42 დასახელების პროდუქტს შეეხო, თუმცა აქედან 6 ნიმუშში შესამოწმებელი პარამეტრების ზუსტი ოდენობების განსასაზღვრად დამატებითი კვლევა გახდა საჭირო. 

momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის ლაბორატორიული კვლევები 2019 წლის ზაფხულშიც და 2020 წლის გაზაფხულზეც ჩატარდა, რის შედეგადაც 5 ნიმუშში ევროკავშირში აკრძალული პარაბენები, 40 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 3 ნიმუშში ტყვია, ხოლო 5 ნიმუშზე ეტიკეტირების წესების დარღვევა აღმოჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system