თავში

შემოწმებულია 122 საწარმო - რა შენიშვნები აქვს თურნავას

შემოწმებულია 122 საწარმო - რა შენიშვნები აქვს თურნავას
შემოწმებულია 122 საწარმო - რა შენიშვნები აქვს თურნავას

122 საწარმო შევამოწმეთ, რომელიც არ გაჩერებულა და დიდი შენიშვნები არ გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მინისტრისთვის სასიამოვნოა, რომ  საწარმოებმა მოკლე ვადებში შეძლეს ახალ სტანდარტებზე მორგება და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაკმაყოფილება. 

"საწარმოების ინსპექტირება მიმდინარეობს გეგმაზომიერად. დღევანდელი მონაცემებით, 122 საწარმო იქნა ინსპექტირებული. ესენი არის საწარმოები, რომლებიც არ გაჩერებულან. დიდი შენიშვნები არ გვაქვს, რადგან მათ სწრაფად შეძლეს მორგება ახალ პირობებზე და უსაფრთხოების დაცვა. 58 საწარმო იყო და სამშენებლო კომპანია, რომელიც ჩართული იყო სამუშაოებში და მათ შეუჩერდათ საქმიანობის უფლება, ახლა მოგვმართეს ამ უფლების აღდგენისთვის. სამწუხაროდ, მათგან 20 კომპანიას ჰქონდა ხარვეზები და ვერ მიიღეს ეს უფლება, თუმცა მათ განემარტათ, რა ხარვეზები აქვთ და რა უნდა გამოასწორონ. ეს პროცესი მიმდინარეობს გეგმაზომიერად", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system