თავში

შემცირდება თუ არა პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი - განმარტება

შემცირდება თუ არა პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი - განმარტება
შემცირდება თუ არა პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი - განმარტება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ინფორმაციით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი აღარ შემცირდება. 

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა მაქსიმუმი გააკეთა.

"როდესაც მე დავიწყე მუშაობა ეროვნულ ბანკში, საპროცენტო განაკვეთი პენსიონერების სესხებზე 120-დან 200%-მდე იყო. დღეს ჩვენ 31%-ზე ვლაპარაკობთ, ანუ, საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ამის განხილვა იყო პარლამენტში და სხვადასხვა ღონისძიებებია გასაკეთებელი, მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ თუ შევადარებთ პენსიონერების სესხებს არაპენსიონერების სესხებთან, ეს პროცენტი დაახლოებით ერთი და იგივეა. ამიტომ, ეს არ ნიშნავს რომ ისინი დისკრიმინაციულ სიტუაციაში არიან.

არა უზრუნველყოფილი სესხები დაახლოებით იგივე პროცენტით გაიცემა, მას ემატება ის რისკი, რომელიც გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული და რომელსაც ბანკი, როგორც კომერციული ორგანიზაცია, აზღვევს.

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს მაქსიმუმია. ეს საპროცენტო განაკვეთიც ბევრ რამეზეა დამოკიდებული - როგორი რისკია, ზოგადად ქვეყანაში, ეკონომიკური ზრდა როგორია და ა.შ,"- განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა. "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system