თავში

შემცირდა თუ არა კონტრაბანდა სიგარეტის ნაწარმზე რეგულაციების ამოქმედებით

შემცირდა თუ არა კონტრაბანდა სიგარეტის
შემცირდა თუ არა კონტრაბანდა სიგარეტის ნაწარმზე რეგულაციების ამოქმედებით

ACT Impact-მა ჩაატარა კვლევა, რა გავლენა მოახდინა თამბაქოს აქციზის ზრდამ სექტორზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. სატელეფონო გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

კვლევის შედეგებმა ცხადი გახდა, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ გაიზარდა სიგარეტის არალეგალური ბაზარი და კონტრაბანდის წილი. სპეციალისტების მტკიცებით, ამას ხელი შეუწყო აქციზის გადასახადის უეცარმა და მკვეთრმა გაზრდამ. მათივე თქმით, არალეგალური ბაზარი კი ორგანიზებული დანაშაულის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო ხდება. იწყება თამბაქოს პროდუქტების არაკანონიერი წარმოება, იმპორტი, ექსპორტი ან გაყიდვა. ამგვარ კავშირს ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების გამოცდილებაც (მოლდოვა, პოლონეთი, ბულგარეთი და უკრაინა) ადასტურებს.

ACT Impact-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აქციზის გაზრდის შემდეგ არალეგალურმა იმპორტმა აზერბაიჯანიდან - წლიურად საშუალოდ 10%-ით, ხოლო თურქეთიდან 34%-ით მოიმატა. საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში სიგარეტი გაცილებით იაფი ღირს, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი კონტრაბანდული გზით შემოდინების რისკს. სიგარეტის კონტრაბანდაზე აღძრული საქმეების რაოდენობა 2019 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 211% -ით არის მომატებული, ამოღებული სიგარეტის კოლოფების რაოდენობა კი 148%-ით გაიზარდა. სიგარეტიდან აქციზის გადასახადის სახით მიღებულ შემოსავლებს 2018 წლის მესამე კვარტლიდან კლებადი ხასიათი აქვს. 2019 წლის მეორე კვარტალში წინა პერიოდთან შედარებით საბიუჯეტო შემოსავლების 34%-იანი კლება დაფიქსირდა.

კვლევა ადასტურებს, რომ აქციზის განაკვეთზე უფრო მეტად კონტრაბანდის ზრდას შესაბამისი სტრუქტურების სუსტი მოქმედება უწყობს ხელს. სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი კონტრაბანდის აღსაკვეთად. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საგადასახადო რეგულაციები ყველა სახის თამბაქოზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system