თავში

შენება ნგრევის ხარჯზე - სილაურის ხიდზე გადაადგილება საშიში ხდება - PHOTO

შენება ნგრევის ხარჯზე - სილაურის ხიდზე გადაადგილება საშიში ხდება
შენება ნგრევის ხარჯზე -  სილაურის ხიდზე გადაადგილება საშიში ხდება - PHOTO

ოზურგეთის მოსახლეობამ report.ge-ს სოფელ ბაილეთის, სოფელ ოზურგეთის გზებისა და სოფელ სილაურის ხიდის ავარიულ მდგომარეობაზე აცნობა.  როგორც ადგილობრივები report.ge-ს უხსნიან, გზები სილაურის კარიერიდან გამომავალმა სილითა და ღორღით დატვირთულმა სატვირთოებმა დააზიანეს. მათი თქმით, დღეში მინიმუმ 130 სატვირთო მდინარე სუფსიდან ღორღს ეზიდება შეკვეთილი-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობისთვის. 

"საკითხავია ამ გზებს ავტობანის მშენებელი კომპანია დააგებს ხელახლა, გზების დეპარტამენტი თუ ოზურგეთის მერია? შენდება ერთი მეორეს ნგრევის ხარჯზე. მდინარეს რომ კალაპოტი გამოუთხარეს, ეს ცალკე საკითხია. ჩვენს თვალწინ ხდება ფაქტობრივად ვანდალურად წიაღის მოპოვება, რომელსაც წიაღის ეროვნული სააგენტოც და გარემოს დაცვის დეპარტამენტიც თვალს უხუჭავენ. ერთ წელზე მეტია ზემძიმე სატვირთოების ასაწონი ორი სასწორის თანხა დევს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, განსაზღვრულია სასწორების ტიპი და შეთანხმებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. არა და არ მოხერხდა ამ  სასწორების შეძენა. ამ დღეებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს კვლავ მივწერეთ წერილით, არიან თუ არა მზად სასწორების შეძენის შემთხვევაში აწონონ სატვირთოები და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციებით გადაჭარბებული ტვირთის გადაზიდვების შემთხვევაში. იმედია პასუხს მალე მივიღებთ. გზები განადგურებულია იმ დონეზე, რომ გადაადგილების უსაფრთხოება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. სილაურის ხიდიც ისეა დაზიანებული, რომ შეიძლება ხვალ-ზეგ ჩავარდეს. სანამ ხიდიც დაგრეულა დროული ქმედებაა საჭირო," - აუხსნეს report.ge-ს ადგილობრივებმა და ფოტომასალაც მოგვაწოდეს:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system