თავში

შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს დამატებით შეამოწმებენ

შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს დამატებით შეამოწმებენ
შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს დამატებით შეამოწმებენ

2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინერგება შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით. 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ეწვია თბილისის აეროპორტს იმის გასაცნობად, თუ როგორ მოხდება შემოწმების ჩატარება და რა უნდა იცოდნენ ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებმა. 

„უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა. ეს არ არის ახალი შეზღუდვა ან ახალი პირობა. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან მგზავრების შემოწმება საქართველოდან მათ გამგზავრებამდე და არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მათი ჩასვლის შემდეგ მოხდება. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აღნიშნული შემოწმებების მაქსიმალურად შეუფერხებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია , შვედეთი, ხორვატია, ბულგარეთი, კვიპროსი და რუმინეთი.

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. 90 დღიანი ყოფნის გადაჭარბების შემთხვევაში, ევროკავშირის / შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა უკანონოდ ჩაითვლება. ამგვარ პირებს ქვეყანას ატოვებინებენ და  ევროკავშირის / შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ეკრძალება. შეიძლება დაწესდეს ჯარიმა 3000 ევრომდე.

უვიზო მიმოსვლა შესაძლებელია შემდეგი მიზნებისთვის: 

ტურიზმი;  

ოჯახის წევრების / ნათესავების / მეგობრების მონახულება;

ბიზნეს ვიზიტი, ანუ საქმიანი მიზნით, 

საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;  

მონაწილეობა მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლითი ტრენინგის / სტაჟირების პროგრამებში,

სამედიცინო მომსახურების გამოყენება - მოკლევადიანი მკურნალობის კურსი / ოპერაცია;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system