თავში

შერბილდება თუ არა საბანკო რეგულაციები - VIDEO

შერბილდება თუ არა საბანკო რეგულაციები
შერბილდება თუ არა საბანკო რეგულაციები - VIDEO

მიუხედავად საბანკო რეგულაციებისა, საფინანსო სექტორის პორტფელის ზრდა დაახლოებით 13%-ია გაცვლითუ კურსის ეფექტის გარეშე“, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ე.წ. საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ცენტრალური ბანკის პირველი პირი აცხადებს, რომ 1 იანვრიდან ამოქმედებული ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესის შედეგებზე ინფორმაციას აგროვებენ და გარკვეული ინფორმაცია და ცოდნა უკვე აქვთ.

„მიუხედავად რეგულაციებისა, საფინანსო სექტორის პორტფელის ზრდა საკმაოდ კარგია, დაახლოებით, 13%-ია გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე. ამავე დროს, რაც მნიშვნელოვანია, ცვლილებებია პორტფელის შემადგენლობის კუთხით. უფრო იზრდება კორპორატიული სესხები, სესხები მცირე და საშუალო ბიზნესზე. წლიურ მაჩვენებელს თუ ავიღებთ, სექტემბრის ბოლოს კორპორატიული სესხები 19.6%-ით არის გაზრდილი, მცირე და საშუალო ბიზნესის - 19.2%-ით, ხოლო საცალო სესხები 6.1%-ითაა გაზრდილი. ჩვენ ამ შემთხვევაში, ვაანალიზებთ ყველა ინფორმაციას და იმისთვის, რომ პროცესი უფრო მარტივი გავხადოთ, თუ რაიმე ზედმეტი ბიუროკრატია არის, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეს რეგულაციები ამ მხრივ გავამარტივოთ ისე, რომ ის ძირითადი პრინციპი რაც ჩადებულია, რომ არიდებული იყოს ჭარბვალიანობა შენარჩუნდეს ანუ სესხის მიღება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა ამის გადახდის საშუალება არის. ასე რომ, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. განხილვები იქნება როგორც საბანკო ასოციაციასთან, ასევე, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და როცა უკვე დავრწმუნდებით, რომ ეს არის გასაკეთებელი, მაშინ ამ გამარტივების მიმართულებით გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.


ცნობისთვის, რეგულაციებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამშენებლო ინდუსტრიაა. სექტორი იპოთეკურ სესხებზე რეგულაციების შერბილებას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system