თავში

შესაძლოა, ჩარტერული ფრენები WizzAir-მაც განახორციელოს

შესაძლოა, ჩარტერული ფრენები WizzAir-მაც განახორციელოს
შესაძლოა, ჩარტერული ფრენები WizzAir-მაც განახორციელოს

ეკონომიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ჩარტერული ფრენები WizzAir-მაც განახორციელოს.

ნათია თურნავა ამბობს, რომ მოსახლეობისთვის სულერთია, რეგულარული ჰქვია ფრენას თუ ჩარტერული, თუკი ბილეთი არის ხელმისაწვდომ ფასში, დროულად გამოცხადებული და დროულად შესრულებული. 

,,მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩარტერულ ფრენებზე WizzAir-თანაც მივაღწიოთ შეთანხმებას. მიუხედავად ყველა გლობალური გამოწვევისა, პრაქტიკულად ჩვენ სამი მიმართულებით ვახორციელებთ პროგრამას, რომელიც გვაკავშირებს საჰაერო გზებით სხვადასხვა ქვეყანასთან. ერთი არის სოციალური რეისები, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ, მეორე არის კომერციული ჩარტერული ფრენები, მესამე არის რეგულარული ფრენები, რომლებიც სულ მცირე 1-ელ აგვისტომდე გადაიდო. ზოგმა ევროპულმა სახელმწიფომ 15 ქვეყანასთან გახსნა საზღვრები, ზოგმა 10-თან. ავსტრიამ საერთოდ განაცხადა, რომ არ გახსნის სექტემბრის ბოლომდე. არ არის მიზანშეწონილი რეგულარული ფრენების გახსნა მანამ, სანამ ზუსტად არ გვეცოდინება, რომელ ქვეყანასთან შეიძლება საზღვრების გახსნა“, - განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ WizzAir-ი არსად მიდის. ის რჩება საქართველოში, მოემსახურება ქართველ მგზავრებს ისეთივე ხელმისაწვდომ ფასებში, როგორიც ადრე იყო.

"მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ WizzAir-ი არსად მიდის. ის რჩება საქართველოში, მოემსახურება ქართველ მგზავრებს ისეთივე ხელმისაწვდომ ფასებში, როგორიც ადრე იყო. ამის შესახებ ავიაკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც განაცხადა. ტექნიკური საკითხია, მას ორი ხომალდი ეყოლება ქუთაისში პარკინზე თუ ერთი, ან ბუდაპეშტიდან მოემსახურება ხომალდი საქართველოს ფრენებს, - თქვა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ზოგიერთმა ჯგუფმა ეს საკითხი პოლიტიკურად სენსიტიური გახადა, მაგრამ ეს არის სოციალურად სენსიტიური საკითხი. 

"დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ოფიციალურად არის WizzAir-ის განაცხადი, რომელშიც ავიაკომპანია 10-ზე მეტი მიმართულებით ფრენების აღდგენის ნებართვას ითხოვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარკინგზე ხომალდების ყოფნას - კომპანიას ამ რთულ პერიოდში თავისი პრიორიტეტები აქვს," - განმარტავს თურნავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system