თავში

შესაძლებელია თუ არა ბიუჯეტის დეფიციტი 5%-ზე დაბლა შენარჩუნდეს

შესაძლებელია თუ არა ბიუჯეტის დეფიციტი 5%-ზე დაბლა შენარჩუნდეს
შესაძლებელია თუ არა ბიუჯეტის დეფიციტი 5%-ზე დაბლა შენარჩუნდეს

სამთავრობო გუნდის პრონოზს, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 5%-ის დაბლა შენარჩუნდება, ფინანსისტების ნაწილი საეჭვოდ მიიჩნევს. ახალგაზრდა ფნანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე ფიქრობს, რომ მიმდინარე ვალდებულებების ფონზე, როცა ეპიდსიტუაციის კონტროლი ძალიან ჭირს და ვითარება გაურკვეველია, საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა გარდაუვალია. 

,,დიდი თანხები მიიმართება კორონავირუსის პრევენციისთვის სამეცნიერო სექტორისკენ, ძალიან გვეზრდება ინფიცირებულები და ბიუჯეტი დიდ ფულს ხარჯავს, მათ შორის, საკარანტინო სივრცეებში, სამედიცინო ინვენტარებში და სხვა. გარდა ამისა, ქვეყანაშია მძიმე ეკონომიკური ვითარება და მთავრობამ სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვიტა, რომ ბიზნეს გაუწიოს შეღავათები, ეს იქნება გადასახადების გადავადება და სხვა, რაც საბოლოოდ იწვევს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას. ექსპორტმა უნდა დააბალანსოს სიტუაცია. საბედნიეროდ, მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა, განსაკუთრებით, ჩინეთის მიმართულებით და თუკი ეს ტრენდი გაგრძელდება, შესაძლოა დეფიციტი უფრო მეტად დაბალანსდეს. თუმცა 5%-ზე დაბლა მისი შენარჩუნება რეალურად ძნელად წარმოსადგენია. დღესდღეობით ისეთი მოცემულობაა, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად ეპიდემიის შედეგზეა დამოკიდებული, ხოლო არ ვიცით, როგორ ეპიდემია რა მასშტაბით გაგრძელდება, ამაზე პასუხი ჯერჯერობით ეპიდემიოლოგებმაც არ აქვთ. ასეთ სიტუაციაში უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ კორონავირუსის დამარცხებაზე და მერე ეკონომიკა თანდათან აღდგება", - განაცხადა report.ge-თან გიორგი კაპანაძემ.  

აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დეფიციტის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი არ გამორიცხავს. მისი ვარაუდით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შენარჩუნებული იქნება 5%-ზე დაბლა, რაც, მისი შფასებით,  მეწარმეობის განვითარების პროგრამებით, ინვესტიციებისა და ექსპორტის ზრდით მიიღწევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system