თავში

შესაძლებელია თუ არა საგადასახადო პოლიტიკა გადაიხედოს

შესაძლებელია თუ არა საგადასახადო პოლიტიკა გადაიხედოს
შესაძლებელია თუ არა საგადასახადო პოლიტიკა გადაიხედოს

მთავრობის განცხადებით, ახალი საგადასახადო შეღავათებისგან ეპიდემიურ პერიოდში მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს, თუმცა ფინანსისტებს საპირისპირო მოსაზრება აქვს. ფინანსური ბაზრის მკვლევარ, პროფესორ ვახტანგ ხომიზურაშვილის განცხადებით, საგადასახადო პოლიტიკა საკმაოდ ხარვეზიანია, ამიტომ გადასახედია ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტები და მერე უკვე მათი მოყვანა საგადასახადო სისტემასთან თანხვედრაში. 

,,ბოლო დღეებია, მთავრობა მიღწევებზე საუბრობს, რაც ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, სავსებით ნორმალურია, მაგრამ საგადასახადო პოლიტიკის მხრივ იგივეს ვერ ვიტყვით. მიმ აჩნია, რომ გარკვეული საკითხები არ არის ეფექტიანი და მისაღები, მაგალითად, მოგების დაბეგვრა. თავის დროზე, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული ეს  საკანონმდებლო  ინიციატივა უფრო პოპულისტური იყო და რეალურ მიზანს ნაკლებად ემსახურებოდა. ეს ეხება ცალკეული კომპანიებისთვის მოგების გადასახადის განულებას. ამ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებამ მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე დადებითი. უნდა იყოს ნებისმიერი საკანონმდებლო შეღავათი პრიორიტეტებთან თანმხვედრი, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ნებისმიერი კრიზისის დროს გადასახადი მძიმედ აწვება ბიზნესს. თუკი ჩვეულებრივი სიტუაციის დროს ის პრობლემატური არ არის, კრიზისისას დიდი დაბრკოლებაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ პანდემიური პერიოდის განმავლობაში საგადასახადო შეღავათები გასაწევია ან საერთოდ შეიძლება გათავისუფლდნენ კოპანიები გადასახადებისგან, მათივე გადარჩენის მიზნით. შემოსავლების კლების პრობლემას მთავრობა სხვა გზითაც მოაგვარებს, ხოლო ბიზნესის გადასარჩენად ამ ზომების მიღება მნიშვნელოვანია - გადასახადების არა მხოლოდ დაწევა, ზოგ შემთხვევაში, გათავისუფლებაც კი დასაშვებია", - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი report.ge-თან.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფიქრობს, რომ მთავრობამ ახალი საგადასახადო შეღავათებისგან თავი უნდა შეიკავოს. 

მისივე განცხადებით, ბოლო დაახლოებით 30 წლის განმავლობაში გაკეთდა ბევრი საგადასახადო შეღავათი, რომელთა ნაწილი გადასახედია. მაჭავარიანი აღიარებს, რომ ძნელი იქნება დღეს კონკრეტული სექტორისთვის შეღავათიანი დაბეგვრის მოხსნა, თუმცა, როგორც მინიმუმ, ახალ შეღვათებზე უნდა ვთქვათ უარი და რამდენადაც შესაძლებლობის ფარგლებში გადავხედოთ ძველს.

  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system