თავში

საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებს "დანფოსის" და "შტადლერის" წარმომადგენლები შეისწავლიან

შესაძლებლობებს "დანფოსის" და "შტადლერის" წარმომადგენლები შეისწავლიან
საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებს დანფოსის და შტადლერის წარმომადგენლები შეისწავლიან

საქართველოში უახლოეს პერიოდში საქართველოში ელექტრონაწარმის მსხვილი დანიური მწარმოებლის „დანფოსისა“ და ვაგონების მწარმოებელი შვეიცარიული „შტადლერის“ წარმომადგენლობითი დელეგაციების ვიზიტებია დაგეგმილი.

ეკონომიკის მინისტრის ნათი ათურნავას განცხადებით, საქართველომ,სხვა ქვეყნებთან შედარებით, შეძლო უფრო ეფექტურად ემართა ეპიდემია და ბოლომდე არ დაეხურა მრეწველობა და ეკონომიკა. ამან, მინისტრის თქმით, ქვეყანას შესძინა კონკურენტული უპირატესობა, საერთაშორისო კონკურენტებთან შედარებით. 

"ბევრმა დარგმა ამ პერიოდში, როდესაც სხვა ქვეყნებიდან კომპანიებმა შეწყვიტეს მიწოდება ან შეწყვიტეს მოლაპარაკება, ჩვენ ამ მომენტით ვისარგებლეთ,“ - ამბობს ეკონომიკის მინისტრი და დასძენს, რომ ცოტა ხნის  დანიურ კომპანიის „დანფოსის" დამფუძნებელთან ონლაინშეხვედრა გაიმართა.

„ეს არის ძალიან დიდი და ცნობილი ტრადიციული კომპანია, რომელიც ელექტრო ნაწარმს უშვებს. მათ შეიტყეს, რომ ჩვენ ენერგეტიკულ რეფორმას ვახორციელებთ და მივიღეთ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი და სურვილი გამოთქვეს, უახლოეს პერიოდში გამოაგზავნონ დელეგაცია საქართველოში. უკვე დაგეგმილი გვაქვს და უახლოეს ერთ თვეში ჩვენთან ჩამოდის შვეიცარიული “შტადლერი”-ის წარმომადგენელი, მაღალი რანგის მენეჯერი. „შტადლერი“ ცნობილი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ვაგონებს. აქამდე, ჩვენ მათგან ვაგონებს მხოლოდ ვყიდულობდით, ახლა საუბარია იმაზე, რომ კომპანიამ საკუთარი წარმოება საქართველოში გახსნას“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა გამართა მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ დანიურ კომპანია Danfoss-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს იურგენ მედს კლაუსენთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან. ონლაინ-შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დანიურ მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული სტრატეგია და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები, აგრეთვე უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

ასევე აღინიშნა, რომ დანიური კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ბიზნესის დაწყებით, მათ შორის, საწარმოს გახსნით.

დანიური მხარის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ლიბერალური ბიზნეს გარემო, ასევე ის უპირატესობები, რომლებსაც ქვეყანას აძლევს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, EFTA-ს, დსთ-სა და რეგიონის ქვეყნებთან, აგრეთვე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system