თავში

შესაძლოა, აფხაზეთის მიმართ ენერგოპოლიტიკა შეიცვალოს

შესაძლოა, აფხაზეთის მიმართ ენერგოპოლიტიკა შეიცვალოს
შესაძლოა, აფხაზეთის მიმართ ენერგოპოლიტიკა შეიცვალოს

აფხაზეთში ელექტროენერგიის ზრდადი მოხმარების საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობას ოკუპირებული რეგიონის მიმართ ენერგოპოლიტიკის შეცვლა მოუწევს. ენერგეტიკოსები უკვე საუბრობენ რამდენიმე მექანიზმზე, რაც მათი ინფორმაციით, დენის მომარაგების მიმართულებით შეიძლება დაიგეგმოს. ენერგეტიკოს გია არაბიძის თქმით, სავარაუდო მექანიზმებს შორის, განიხილება შეთანხმება 40/60, რის საფ- დანარჩენი საქართველო. ამასთან, როგორც არაბიძე აღნიშნავს, საუბარია გამრიცხველიანების სისტემაზეც, რის შესახებაც აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკება მიმმდინარეობდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.

,,აფხაზეთში დენის მოხმარება უკვე კატასტროფულ ნიშნულზეა. წარმოუდგენელია, რომ თბილისსა და აფხაზეთში ერთნაირი მოხმარება იყოს, როცა ,,თელასის" აბონენტების რაოდენობა აფხაზეთის მოსახლეობას 7-ჯერ აღემატება. მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინინგია, თორემ დიდი ეკონომიკა და მრეწველობა აფხაზეთში არც 2020 წელს და არც 2019 წელს არ დაქოქილა. ამის მთავარი პრობლემა არის გამრიცხველიანების არქონა, არ იხდიან გადასახადებს და დენს ჭარბი რაოდენობით მოიხმარენ. ცხადზე ცხადია, რომ პრობლემაა მიდგომასთან დაკავშირებით, პირველ რიგში გამრიცხველიანების მოწესრიგება, სანამ ეს არ გაკეთდება, მუდმივად იქნება პრობლემა. ამით მომხმარებელს გადასახადის გადახდის ვალდებულება გაუჩნდება. შესაბამისად, როცა დენი მკაცრად იქნება აღრიცხული, მაინინგის საკითხიც მოგვარდება. წლების წინ გვქონდა შეთავაზება, რომ გამრიცხველიანების საკითხს ჩვენი ხარჯით მოვაგვარებდით, ხოლო თუ 40%-ს ვერ აითვისებდნენ, დარჩენილი ელექტროენერგია გაგვეყიდა და ფული თავად მიეღოთ, მაგრამ ეს ზეპირი შეთავაზება იყო, რაც არ გამოვიდა. განიხილებოდა ასევე, რომ თვიურ ჭრილში მიგვეწოდებინა დენის 40%, მაგრამ ვერც ამან გაამართლა. გამოსავალი ვერ მოვძებნეთ, რადგან  შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმევა", - აღნიშნა გია არაბიძემ და დასძინა, რომ ,,ენგურჰესი" სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის, რადგან სხვა დაბალფასიანი დენი სხვა სადგურებზე არ გამომუშავდბა. ხოლო აღრიცხვის მოწესრიგების შემთხვევაში, აფხაზური მხარე 40%-ზე მეტს რეალურად ვერც დახარჯავს.

აფხაზეთის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებაზე report.ge-თან ისაუბრა ენერგეტიკოსმა დავით მირცხულავამაც, რომელმაც მთავრობას ენერგოპოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდა. 

,,აფხაზეთში დენის მოხმარების ასეთი მასშტაბური ზრდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის დიდ საფრთხეს შეიცვავს. 1 სულზე მოხმარება ოკუპირებულ რეგიონში ბევრად მეტია, ვიდრე თბილისში. მოხმარების მოთოკვა ვერ ხერხდება. როგორც კი ,,ენგურჰესის" რეაბილიტაცია დასრულდება, აუცილებელი გახდება მუდმივი მოლაპარაკებები და კონტროლი, რომ დაიცვან შეთანხმება 40/60, ამის შესაძლებლობა მარტივი არ არის, მაგრამ უნდა განვმარტოთ, რომ  წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გახდება ქვეყანა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ენგურჰესის გარეშე იმუშაოს, რაც შეიძლება არანორმალურად ჩანდეს, მაგრამ რადიკალური ნაბიჯია, რაზეც აფხაზეთის მმართველობა კარგად უნდა დაფიქრდეს. ვინც არ უნდა იყოს, ელექტროენერგიის მოხმარება საჭიროებს კონტროლს, აღრიცხვიანობის სისტემა არის მწყობრში მოსაყვანი. ცხადია, ენგურმაც უნდა მიიღოს გასამრჯელო, ასე ვერ გაგრძელდება მუდმივად", - განაცხადა დავით მირცხულავამ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველთვიურად იზრდება. 2020 წლის განმავლობაში რეგიონმა დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1.1-მილიონიანმა თბილისმა.  აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მიერ საქართველოდან მიღებული უფასო ელექტროენერგია 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. 

თბილისის ენერგოგამანაწილებლის, “თელასის” მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 2.63 მილიარდი კილოვატ საათია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system