თავში

შესაძლოა, ეკონომიკა 7%-ით გაიზარდოს - ლაშა ქავთარაძე

შესაძლოა, ეკონომიკა 7%-ით გაიზარდოს - ლაშა ქავთარაძე
შესაძლოა, ეკონომიკა 7%-ით გაიზარდოს - ლაშა ქავთარაძე

“წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვპროგნოზირებდით, რაც ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენის პროგნოზს ეფუძნებოდა, თუმცა აღდგენის ალბათობაც გაიზარდა და გამოცოცხლებული ეკონომიკური აქტივობით, შესაძლოა, საბაზისო სცენარში ეკონომიკა 7%-ით გაიზარდოს“, - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

ლაშა ქავთარაძე შესაძლო 7%-იანი ზრდის პროგნოზს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.

“ოპტიმისტური სცენარი ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას გულისხმობს, ასევე ტურიზმთან დაკავშირებული დაშვებით, მიმდინარე წელს, დაახლოებით, $1.2 მლრდ-ის მობილიზება მოხდება. ის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გაგრძელდება, რაც მაისიდან გამოჩნდა. აგრეთვე, ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა წლის ბოლომდე შენარჩუნებული იქნება.

ჩვენი შეფასებით, მიმდინარე წლის აპრილში 2019 წლის აპრილთან შედარებით მშენებლობის დარგის ზრდა (ინფრასტრუქტურული პროექტები) როგორც მთავრობის, ასევე, კერძო სექტორის მხრიდან მნიშვნელოვნად დაჩქარებულია. მაგალითად, 2019 წლის აპრილში მშენებლობის დარგის ზრდა უარყოფითი იყო და ეკონომიკაში უარყოფითი კონტრიბუცია შეჰქონდა, ხოლო მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად დაჩქარებულია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშენებლობა იყო. მშენებლობის დარგის ზრდა კაპიტალური ხარჯებით არის განპირობებული, მთავრობის კაპიტალური ხარჯები 20%-ზე მეტად არის გაზრდილი”, - განმარტა ქავთარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system