თავში

შესაძლოა, ,,კავკასუს ონლაინს" სანქცია დაუწესდეს

შესაძლოა, ,,კავკასუს ონლაინს" სანქცია დაუწესდეს
შესაძლოა, ,,კავკასუს ონლაინს სანქცია დაუწესდეს

კომუნიკაციის ეროვნული კომისია დღეს ,,კავკასუს ონლაინთან" დაკავშირებით იმსჯელებს. როგორც უწყების დღის წესრიგიდან ირკვევა, შეიძლება ,,კავკასუს ონლაინს" მორიგი სანქცია დაეკისროს.  

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კომპანია “კავკასუს ონლაინს” 2020 წლის პირველ აგვისტომდე მისცა ვადა იმისთვის, რათა ტრანზაქცია, რომლითაც აზერბაიჯანულმა ჰოლდინგმა NEQSOL-მა "კავკასუს ონლაინი" იყიდა, გაბათილებულიყო და კომპანიის 49%-იანი წილი მის ძველ მფლობელს ხვიჩა მაქაცარიას დაბრუნებოდა.
2019 წელს კი  NEQSOL-მა,“კავკასუს ონლაინის” მშობელმა კომპანიამ ამ წილში 61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.  ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსითვის" მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა.

კომისიის დღის წერიგის მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე პუნქტები  კომპანიისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხება.

16) შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (თ.კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
17) შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
დაინიშნება თუ არა ,,კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი, უცნობია. ცხადია, NEQSOL ჰოლდინგი ქართული მარეგულირებლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება. იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, შესაძლოა, საქმემ საერთაშორისო არბიტრაჟამდე მივიდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system