თავში

შესაძლოა ლარის გაუფასურების პროცესი გაგრძელდეს

შესაძლოა ლარის გაუფასურების პროცესი გაგრძელდეს
შესაძლოა ლარის გაუფასურების პროცესი გაგრძელდეს

ლარის კურსმა შესუსტება დაიწყო. ანალიტიკოსები ვარაუდეობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი გაგრძელდება. ამის მიზეზად ისინი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას მიიჩნევენ. ერთადერთი, რამაც შეიძლება სიტუაცია შეცვალოს, ეკონომიკის ექსპერტ, ნიკა შენგელიას შეფასებით, ინტერვენციებია, რის საჭიროებაც უკვე არის და სებ-მა ამ ღონისძიებას უახლოეს პერიოდში უნდა მიმართოს.

,,მიმდინარე პერიოდში ნავთობზე იზრდება ფასი და დოლარის ინდექსები მატულობს. შესაბამისად, ლარი კიდევ გაუფასურდება. ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, სებ-მა თუ ისევ არ გამოიტანა ინტერვენციები, მინიმუმ, 40-40 მილიონი დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, ფინანსურ სექტორში დიდი პრობლემაა და მდგომარეობის გამოსწორება საპროცენტო განაკვეთების კლების გარეშე ვერ მოხერხდება, რის გამოც სებ-მა ზომები სასწრაფოდ უნდა მიიღოს და ამით ფინანსურ სტაბილურობას შეუწყოს ხელი. დროულად თუ არ ჩაერევიან და ინტერვენციებს არ განახორციელებენ, ჩვენ უკვე გვექნება სხვა ფასები მომსახურებაზე. კურსი თუ გაექცევათ, მასიურად ყველაფერი გაძვირდება და ამ მდგომარეობას ვერაფერი უშველის" - ამბობს report.ge-თან ნიკა შენგელია. 

ეკონომიკის რაც შეიძლება მეტი გახსნა, ,,კომენდანტის საათის" გაუქმება და ბიზნესის ხელშეწყობა - ეს ძირითადი საკითხებია, რის განხორციელებასაც მთავრობისგან ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, კურსიკიდევ უფრო გაუფასურდება. 

,,კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ინფლაციამ დამატებითი წნეხი არ მიიღოს. შემოსავლები ისედაც მცირდება, ფასები მატულობს, ინფლაცია დააწვება ყველას, ამიტომ გამოსავალი ადვილად საპოვნელი არ არის. უბრალოდ, მეტად უნდა შეძლოს მთავრობამ ეკონომიკის გახსნა, ამისთვის ,,კომენდანტის საათი" უნდა მოიხსნას. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ყოვლად გაუმართლებელია, აქ საუბარია ლარის მასის ზრდაზე. არსებულ რეალობაში კურსი, რომელიც გვაქვს დიდწილად განპირობებულია არა პანდემიური შოკებით, არამედ იმ გაუაზრებელი შეზღუდვებით, რაც არსებობს. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, აქ საყურადღებოა როგორც ლარის მასა, ასევე რეფინანსირების სესხები, რაც ლარის მასასთან უშუალო კავშირშია. გაუფასურებაც ეკონომიკის არსებული მოცემულობით არის გამოწვეული და ეს ეს რეალობა უნდა შეიცვალოს", - აცხადებს ბაირახტარი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ ,,კომენდანტის საათის" მოხსნაც ბიზნესი აქტიურად ითხოვს. საუბარია სულ მცირე, 2 საათით გადაწევაზე. 

რაც შეეხება ლარის კურსს, ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3225 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system