თავში

შესაძლოა, საბიუჯეტო ხარჯის დაფინანსების პრობლემა გაჩნდეს

შესაძლოა, საბიუჯეტო ხარჯის დაფინანსების პრობლემა გაჩნდეს
შესაძლოა, საბიუჯეტო ხარჯის დაფინანსების პრობლემა გაჩნდეს

ეკონომისტი გივი მომცელიძე  არ გამორიცხავს, რომ საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების პრობლემა შეიქმნას. მისი ვარაუდით, რისკის პრევენციის ერთ-ერთი გზაა, რომ შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯი, რის გადაწყვეტილებაც მთავრობამ კრიზისიდან გამომდინარე მიიღო. 

ამის შესახებ მომცელიძემ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა და დასძინა, რომ ზარალი წელს გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს 2007-2008 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს იყო.

,,აპრილში საქართველომ მაღალი ეკონომიკური ვარდნა აჩვენა და ნეგატიური ტენდენცია გაგრძელდება მაისშიც. როგორ გამოვალთ ამ სიტუაციიდან, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეპდემიასთან ბრძოლის შედეგზე, კერძოდ, იმის ცოდნა, როდის იქნება ვაქცინა მზად და რა პერიოდში იქნება შესაძლებელი covid-19-ის საბოლოო დამარცხება. მსოფლიო ეკონომიკის ლოკომოტივი დიდი ქვეყნებია და ისინი თუ დაძლევენ კრიზისს, დადებითი ეფექტი ჩვენზეც აისახება. ხოლო ლიბერალური მიდგომით შესაძლებელი გახდება, რომ ქვეყანა კრიზისიდან თანდათან გამოვიდეს. რაც შეეხება სექტორულ ეკონომიკას, ტურიზმში დიდი ვარდნაა, ჩვენთან გაჩნდა შანსი, რომ ავამოძრავოთ ინდუსტრია და დარგი წახალისდეს, რა მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა", - აცხადებს ეკონომისტი.

მისი ვარაუდით, გარკვეული შედეგის მიღწევა შესაძლებელია დეველოპერულ სექტორსა და სოფლის მეურნეობაში. თუმცა მომცელიძე საუბრობს იმაზეც, რომ სუბსიდიის მიმართ კეთილად განწყობილი ვერ იქნება რიგი მიზეზების გამო. კერძოდ, მისი თქმით, გამოდის, რომ ღარიბი მოსახლეობიდან ამოღებული გადასახადებით ვაფინანსებთ დეველოპერულ სფეროს, რაც მაინც და მაინც სახარბიელო გადაწყვეტილება არ არის.

,,ჩემი აზრით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ მთავრობას მოკლევადიან პერიოდში საგადასახადო შეღავათი დაეწესებინა ყველასთვის, ვისაც ეპიდემიის უარყოფითი გავლენა შეეხო. განსაკუთრებით კი, საშემოსავლო გადასახადებისა და დღგ-ს ნაწილში, ამავე დროს აუცილებელია ,,ქამრების შემოჭერა" ბიუროკრატიის მხრიდან, რა მიმართულებითაც მეტი ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი", - აცხადებს ეკონომისტი. 

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო. დოკუმენტის თანამხმად, 2020 წლის პირველი ორი თვის საშუალო რეალური 3.7-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, მარტში დაფიქსირდა კლება – 2.7 პროცენტი, ხოლო აპრილში კლების წინასწარმა მაჩვენებელმა – 16.6 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system