თავში

შესაძლოა, საფინანსო სექტორს ესტონური მოდელი არც სამომავლოდ შეეხოს

შესაძლოა, საფინანსო სექტორს ესტონური მოდელი არც სამომავლოდ შეეხოს
შესაძლოა, საფინანსო სექტორს ესტონური მოდელი არც სამომავლოდ შეეხოს

საფინანსო სექტორი ესტონური მოდელის პროექტში, წესით, 2019 წლიდან უნდა ჩართულიყო, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ბანკებს ეს ვალდებულება შესაძლოა არც სამომავლოდ შეეხოს.

,,არაფერი შეცვლილა, დიდი ხნით მოხდა გადავადება და პარლამენტი ამ საკითხს ხელმეორედ არ მიუბრუნდება. სამომავლოდ საკითხზე, გავრცელდება თუ არა ,,ესტონური მოდელი" ბანკებზე, ახალი პარლამენტი იმსჯელებს. არ გამოვრიცხავ, კიდევ გადავადდეს ან საერთოდაც გაუქმდეს ეს ვალდებულება ბანკებისთვის", - განუცხადა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ report.ge-ს.

სპეციალისტების შეფასებით, კომერციული ბანკების მოგება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება და ის ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ბევრად მაღალია ანუ ჰიპერტროფიულია.

შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში იბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას ახდენს, აღნიშნული გადასახადისგან თავისუფლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system