თავში

შესაძლოა ვაქცინაციამ ტურიზმი გამოაცოცხლოს

შესაძლოა ვაქცინაციამ ტურიზმი გამოაცოცხლოს
შესაძლოა ვაქცინაციამ ტურიზმი გამოაცოცხლოს

ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები, ვაქცინაციის პროცესზე დი იმ ედს ამყარებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ვაქცინაციამ ტურიზმს განვითარების ბიძგი მისცეს, რაც ახლა სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

გადაწყვეტილებას მიესალმება საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე, რომლის განცხადებითაც, ინიციატივა სწორედ მის ასოციაციას ეკუთვნის და მისასალმებელია, რომ მთავრობამ სექტორის აზრი გაითვალისწინა.

„დიდი ხანია, რაც ვამბობთ, რომ სექტორში ვაქცინაციის წარმატებით ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ჩვენი ასოციაციის ეს ინიციატივა გაზიარებულია, რაც სასურველ შედეგს მოიტანს. მთავარია, დაცული გარემო შევქმნათ და მოსახლოებას რესტორანში მისვლის არ ეშინოდეს, ამისთვის ჩვენ, პერსონალი ვიყით დაცულები. გვჯერა, რომ ვაქცინა დაგვიცავს, ეს გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის, ნებაყოფლობითია. ვფიქრობ, მომხრე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე - მოწინააღმდეგე“, - ამბობს კოტე გაბრიჩიძე report.ge-თან.

მთავრობის ახალ გადაწყვეტილება მისაღებია ტურიზმის სფეროს სპეციალისტ ნიკა კვარაცხელიასთვის, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინაცია პროცესში, არამხოლო ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულები უნდა ჩაერთონ, არამედ ყველა პროფესიის ადამიანი.

,,მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამ იანი ჰყავდეს აცრილი, ამას დღეს ალტერნატივა არ აქვს. ცხადია, ყველა ვერ იქნება მსურველი, მაგრამ 60-70%-იც რომ აიცრას, უკვე დიდი შედეგია. უბრალოდ, ტურისტმა უნდა იცოდეს, მისი მასპინძელი არის თუ არა კოვიდპასპორტის მქონე. ამის შემდეგ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლის შესახებ. კარგი გადაწყვეტილებაა, ამან ინდუსტრიას ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს, რის იმედიც ნამდვილად არის “, - ამბობს კვარაცხელია report.ge-თან.

მისი თქმით, გადაწყვეტილებამ დადებითად შეიძლება იმოქმედოს არამხოლოდ უცხოურ ვიზიტორების შემოსვლაზე იმოქმედოს, არამედ შიდა ტურიზმის განვითარებაზეც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში covid-პასპორტები ამოქმედდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, უწყებათშორისმა საბჭომ და პრემიერ-მინისტრმა საქართველოში Covid-პასპორტების შექმნას მხარი დაუჭირეს. ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა და ახლა მის კონცეფციას ამუშავებენ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მოსახლეობას ტექნოლოგიურად გამართულ დოკუმენტებს შესთავაზებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system