თავში

შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა - მეუფე სტეფანე

შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა - მეუფე სტეფანე
შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. მისი თქმით, ქვეყანაში საერთო ეროვნული შერიგებაა საჭირო, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებებზე ბევრად არის დამოკიდებული.

"შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი. რაში გჭირდება? ვის ეპოზიორები ან რას იმას შვები რა. თუ მართლა გინდა შერიგება, დაიწყე ეს შერიგება, შევხედავთ და მერე ვნახოთ რა იქნება კაცო. ისინიც დგანან, სასულიერო პირები და საყოველთაო შერიგება და რაღაც, ვითომ ის არის რა, აიღებ, მოგინდა უცებ და შერიგდები რა, ვითომ ეს შენზეა დამოკიდებული მარტო. შერიგება დამოკიდებულია ვისთანაც რიგდები იმაზეც... ხან ისე იქნება, ხან ასე. ხან პრეზიდენტი იქნები, ხან ციხეში ხარ. ორივე სიტუაციაა გააანალიზე. პრეზიდენტი რომ ხარ თავში კი ნუ აგივარდება და ყველაფერი შენი კი ნუ გგონია. მერე ციხეშიც შეიძლება მოხვდე და იმ ციხეშიც, ყველაფერზე უარს კი ნუ იტყვი, რომ მე არაფერი დამიშავებია, პოლიტპატიმარი ვარ აბა ახლავე გამომიშვითო. რომ გამოგიშვან, მერე ღვთის წინაშე რა მძიმედ დაისჯები. ჯობია აღიარო, რომ არასწორად გააკეთე რამე და შეეგუე იმ მდგომარეობას, მადლობა უთხარი ღმერთს. რაის შიმშილობა", - მიმართა მან პრეზიდენტს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system