თავში

შეცვლის თუ არა მზარეულს 3D პრინტერი - VIDEO - PHOTO

შეცვლის თუ არა მზარეულს 3D პრინტერი
შეცვლის თუ არა მზარეულს 3D პრინტერი - VIDEO - PHOTO

სამგანზომილებიანი ბეჭდვა, ახალი აღარ არის, თუმცა კვების ინდუსტრიაში, შესაძლოა რევოლუცია დაიწყოს. წარმოიდგინეთ რესტორანი, სადაც, თუ საკვები აღგაფრთოვანებთ, მადლობის გადასახდელად, შეფმზარეულის ნაცვლად, 3D პრინტერს შემოგიგორებენ დარბაზში. კოლუმბიის უნივერსიტეტის ინჟინრებმა საკვების ახალი 3D პრინტერი შექმნეს, რომელიც კერძების დამზადების და საკვების მიღების ინოვაციურ მეთოდს გვთავაზობს. მაღალტექნოლოგიური სექტორისათვის, საკვები პრინტერები უცხო არ არის, თუმცა, აღნიშნული გამოგონება ალგორითმის მეშვეობით, სრულიად ახალი ტექსტურის პროდუქტების შექმნას ხდის შესაძლებელს. Good Algorithms - ასე ჰქვია ალგორითმს, რომელსაც ახალი 3D პრინტერი იყენებს. როგორც კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ჰოდ ლიპსონი ამბობს, მოწყობილობით ისეთი ინგრედიენტებს შექმნაა შესაძლებელი, რომლებიც აქამდე არც კი წარმოგვედგინა. სხვადასხვა საკვები ნივთიერება სპეციალურ კოლბებში თავსდება, მოწყობილობა კი კომბინაციების მეშვეობით ვიზუალურად იდეალურ ფორმებს ქმნის. საკვების ბეჭდვის პროცესში, ადამიანი სრულებით აკონტროლებს ისეთ პარამეტრებს, როგორიც არის ტემპერატურა, ზომა, კონსისტენცია და სხვა მახასიათებლები. როგორც გამოგონების პროექტში ჩართული სპეციალისტები აცხადებენ, მოწყობილობის გამოყენება კულინარიის და საკვების წარმოების ყველა მიმართულებით იქნება შესაძლებელი - მათ შორის კონდიტერიაში, სადაც ვიზუალურ მხარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 3D პრინტერი გათვლილია როგორც რესტორნებსა და სხვა საკვებ კომერციულ ობიექტებზე, ასევე, სურვილის შემთხვევაში - საოჯახო სამზარეულოებზე. აღნიშნული ტექნოლოგიის დახვესწის შედეგად, დარჩება თუ არა, კვების მრეწველობა, მზარეულების გარეშე, ჯერ ამის თქმა რთულია, თუმცა პროგნოზისთვის გთავაზობთ, სიახლის ამსახველ, ფოტო და ვიდეო მასალას. 

 
 
  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system