თავში

შეზღუდვების გავლენა ლარის კურსზე

შეზღუდვების გავლენა ლარის კურსზე
შეზღუდვების გავლენა ლარის კურსზე

საბანკო სფეროს სპეციალისტები, ასევე იმპორტიორები, ლარის გაუფასურების მოლოდინში არიან. იმის, რომ რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მცირდება, ცხადია, ნეგატიური გავლენას კურსზე გარადაუვალია. როგორც ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე report.ge-თან აღნიშნავს, აქამდე ლარს ინტერვენციებით სულდგმულობდა და გარკვეული სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად ეროვნულ ბანკს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ისევ აქტიურად მოუწევს, სანამ ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმს არ დაუბრუნდება.

,,რთული პერიოდი გველის, რადგან ეკონომიკში დიდი შეზღუდვებია. ეროვნული ბანკი, რაც შეუძლია, აკეთებს, მაგრამ ეს ის შემთხვევებია, როცა უკვე მის შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი. მაკროპოტენციური ზომები, არასაკმარისია, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს და გაცვლითი კურსი გამყარდეს. ამას ეკონომიკურმა განვითარებაც უნდა შეუწყოსხელი. ამ კუთხით სერიოზული, გაცილებით მეტი პრობლემაა ფისკალური პოლიტიკის ნაწილში, რაც სებ-ს არ აძლევს საშუალებას, რომ უფრო ეფექტურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული მაკროპოტენციური ინსტრუმენტები იმისთვის, რათა  გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია იქნას მიღწეული და ზოგადად მაკროეკონომიკური სტაბილურობა უზრუნველყოს ქვეყანაში.  რთული პროცესებია, არ გამოვრიცხავ, ლარის გაუფასურება გაგრძელდეს, რის პარალელურადაც ინტერვენციების საჭიროება კვლავ იქნება", - ამბობს თუთბერიძე.

ლარის გაუფასურების მძიმე გავლენაზე საუბრობენ იმპორტიორებიც, რომელთა განცხადებითაც, ფასები ბოლოს 1 კვირის წინ შეიცვალა და შესაძლოა, ტენდენცია გაგრძელდეს.  დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია  ფასის ცვლილებას ლარის კურსს უკავშირებს.

,,სავალუტო კურსი ხშირ რყევებს განიცდის და ეს ფასებზეც ნეგატიურად მოქმედებს. ცხადია, კურსის ვარდნა გამოიწვევს ცვლილებას. ლარზე ზეწოლა არის ძალიან მაღალი, რადგან ზამთრის პერიოდში იმპორტირებული საქონელი გაცილებით მეტი მოიხმარება. აქ იგულისხმება ყველაფერი გაზი და ელექტროენერგიიდან დაწყებული არასეზონური პროდუქციით დასრულებული. შესაბამისად ლარზე ზეწოლა მაღალია. ცხადია, როდესაც კურსი უფასურდება, ფასებიც იმატებს, ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება", - ამბობს ჭყონია.

თუმცა ექსპერტულ წრეებში საპირისპირო მოსაზრებაც არის. ანალიტიკოს ნიკა შენგელიას მიაჩნია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ნაწილობრივი ლოქდაუნის შესახებ ლარის კურსზე ამ ეტაპზე დიდად არ იმოქმედებს. როგორც მან სულ ცოტა ხნის წინ report.ge-თან აღნიშნა, არ ჩანს ჯერჯერობით ფაქტორები, რომ, ვთქვათ, ლარის კურსი დეკემბრის 14 რიცხვამდე 3,40 იან ნიშნულს გადაცდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system