თავში

შეზღუდვების მოხსნიდან რა დრო დასჭირდება ეკონომიკის აღდგენას

შეზღუდვების მოხსნიდან რა დრო დასჭირდება ეკონომიკის აღდგენას
შეზღუდვების მოხსნიდან რა დრო დასჭირდება ეკონომიკის აღდგენას

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შეზღუდვების მოხსნიდან, მინიმუმ 4-5 თვე აუნდა გავიდეს, რომ ეკონომიკაში აღმავლობის ეტაპი დაიწყოს.  როგორც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი ამბობს, ეს ვადა საკმარისია იმისთვის, რომ ეკონომიკა თვითკმარობამდე მივიდეს, ხოლო  ეპიდემიამდელ მაჩვენებლებს, სავარაუდოდ, 2023 წლიდან მიაღწევს.

,,ველოდი, რომ ეკონომიკა სრულად გაიხსნებოდა, თუმცა ,,კომენადანტის საათი" მაინც ძალაში დარჩა. სავარაუდოდ, თვის ბოლოს ეს რეგულაციაც მოიხსნება. ნაკლებად ავარაუდოა, ტურიზმმა მნიშვნელოვნად აღიდგინოს ძალები, თუმცა ეკონომიკის დანარჩენი სექტორები, მათ შორის, სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესი, მცირე ვაჭრობა, წარმოება და სხვა, თანდათან გამოვა მდგომარეობიდან. შესაბამისად, პრობლემის მოგვარება მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რიგი ობიექტური გარემოებებია. მთავარია, მთავრობამ აწარმოოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რის შემთხვევაშიც, მინიმუმ, 4-5 თვე დაგვჭირდება ეკონომიკის საგრძნობი ზრდის მისაღწევად, ხოლო იმ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად, რაც  covid-19-მდე იყო, კიდევ 2 წელი გვჭირდება. ცხადია,მეტი თავისუფლება სჭირდება ბიზნესს, ამიტომ ,,კომენდანტის საათი" დროულად უნდა მოიხსნას", - ამბობს გერლიანი report.ge-თან. 

ეკონომიკურ ზრდას, დაახლოებით 5-დან 7%-ის ფარგლებში ელოდება 2021 წლის მეორე ნახევარში სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.

,,მარტში ჩვენ გვქონდა 4%-იანი ეკონომიკური ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტენდენცია გაგრძელდება აპრილშიც, ვფიქრობ, გაცილებით მაღალი ტემპით. მთავარია, რომ ამ იძულებითმა შეზღუდვებმა, რაც პანდემიური მდგომარეობის გამო მოქმედებდა, არ მოახდინოს ეკონომიკის გრძელვადიანი შეჩერება. რეალურად ეკონომიკაში დაგროვილია იმდენი პოტენციალი, რომელიც თავისუფალი განვითარების შემთხვევაში, ხელოვნური შეზღუდვების გარეშე, სავსებით გვაძლევს შესაძლებლობას ორნიშნა ზრდასაც კი მივაღწიოთ. რა ჩავარდნაც გვაქვს, სწორედ ამ ლოკდაუნის შედეგია. რა მასშტაბს მიიღებს ე.წ. მესამე ტალღა, ბევრი რამ არის დამოკიდებული. 2021 წლის პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით 20 მაისის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა აუცილებელი დაკვირვების ორკვირიანი ვადა გაივლის ეპიდემიის მატების შეფასების შედეგად. მაღალი მატება თუ არ გვექნება და მდგომარეობას შევინარჩუნებთ, მეორე ნახევარში მეტი ეკონომიკური ზრდა გვექნება, დაახლოებით 5-დან 7%-ის ფარგლებში მეორე ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით", - განმარტავს report.ge-თან სოსო არჩვაძე. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყაში 13 მაისიდან უქმე დღეები დასრულდება და შეზღუდვა მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე. მუშაობას განაახლებენ სასწავლო-სააღმზდელო დაწესებულებებიც.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, აპრილში ყველა სექტორში შეინიშნება ბრუნვების ზრდა, გაზრდილია ექსპორტი, ასევე, შეინიშნება იმპორტის ზრდა, რასაც შემოსავლების განერირებაზეც აქვს დადებითი ეფექტი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება სავაჭრო ბრუნვები. ამაზე დაყრდნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი აპრილში მარტში დაწყებული ეკონომიკური ზრდის ტემპის გაგრძელებას ელის. 

ლაშა ხუციშვილის წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system