თავში

შეზღუდვების თითო დღეც გვაზარალებს - "ლილო მოლი"

შეზღუდვების თითო დღეც გვაზარალებს - "ლილო მოლი"
შეზღუდვების თითო დღეც გვაზარალებს - ლილო მოლი

მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბაზრობების წარმომადგენლებს ხვდება. 

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ 15 თებერვლამდე გახსნას მოითხოვს და თუ მთავრობა ამაზე წამოვა, მის გადაწყვეტილებას მიესალმება ყველა. 

კვარაცხელიას განმარტებით, "ლილო მოლის" უკან დგას ათიათასობით მეწარმე და შეზღუდვების თითო დღესა და თითო რეგულაციას სოლიდური ზარალი მოაქვს.

ბაზრობის დირექტორის განმარტებით, „ლილო მოლისთვის“ უმძიმესი იქნება, თუ სავაჭრო ცენტრების მსგავსად, ბაზრობებსაც შაბათ-კვირას მუშაობის საშუალება არ ექნებათ. გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ "ლილო მოლის" ვაჭრობა ყველაზე აქტიური კვირასაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system