თავში

შიდა აეროპორტები იანვარში 44%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ

შიდა აეროპორტები იანვარში 44%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ
შიდა აეროპორტები იანვარში 44%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტებში, გარდა თბილისის აეროპორტისა.

2020 წლის იანვარში თბილისისს აეროპორტში მგზავრთნაკადის 16%-იანმა კლებამ ქვეყნის მთლიანი მგზავრთნაკადი 3%-ით შეამცირა. 

რაც შეეხება, ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 60% გაიზარდა და 641 მგზავრი შეადგინა. (2019 წლის იანვარი 401 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 3 წლის გახდა, გასულ თვეს 88 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -18 % შემცირდა (2019 წლის იანვარი 107 მგზავრი). ამის მიზეზი რეისების კლება იყო. უამინდობის გამო იანვარში ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით მხოლოდ 7 რეისი შესრულდა, რაც -22 % ნაკლებია, შარშანდელთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 9 რეისი).

ადგილობრივ აეროპორტებში, მგზავრთნაკადის კუთხით 2020 წლის იანვარში ჯამურად ზრდა დაფიქსირდა. მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები იანვარში ჯამში 729 მგზავრს მოემსახურა, რაც 44 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წლის იანვარი 508 მგზავრი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system