თავში

შიდა ქართლში აგრობიზნესი არ გაჩერებულა

შიდა ქართლში აგრობიზნესი არ გაჩერებულა
შიდა ქართლში აგრობიზნესი არ გაჩერებულა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესი დაათვალიერა. რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები,  საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ძირითადად მიწის დამუშავების, თესვისა და სხვლის ეტაპს მოიცავს. 

,,ჩვენი ფერმერები განაგრძობენ დაგეგმილ სამუშაოებს, თუმცა უსაფრთხოების სრული დაცვით. ითვალისწინებენ ყველა რეკომენდაციას. ვფიქრობ, წელს განსაკუთრებით დადგება ჩვენი პროდუქციის საჭიროების საკითხი და ამ ფონზე, ჩვენი ფერმერების საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია“, - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა-გუბერნატორმა.

ადგილობრივი ფერმერების თქმით, დარგის სპეციფიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, იძულებული არიან, თანმიმდევრულად განახორციელონ აგრობიზნესის ყველა საფეხური, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსავლის მიღება რისკისქვეშ დადგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system