თავში

შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

​შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან სოფელ კარბისა და ქერეს ტერიტორიაზე ტირიფონის მაგისტრალური არხის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმენდება.

ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას1500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის - ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის,მეჯვრისხევის,ზერტის,აძვის,ახალუბნისა და ჯარიაშენის მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს დასრულების ეტაპზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system