თავში

შიდაბაზარზე სამრეწველო პროდუქცია გაძვირდა

შიდაბაზარზე სამრეწველო პროდუქცია გაძვირდა
შიდაბაზარზე სამრეწველო პროდუქცია გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე ფასების 2.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 17.1 პროცენტით გაიზარდა. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 14.8 პროცენტით, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე 13.9 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 7.5 პროცენტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system