თავში

შიდაფრენებზე მოთხოვნა იზრდება

შიდაფრენებზე მოთხოვნა იზრდება
შიდაფრენებზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3% გაიზარდა

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში -5,200,419 მგზავრს მოემსახურა. რაც 3-% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 5,033,118 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2019 წელს 10,132 მგზავრმა ისარგებლა. რაც 23 % მეტია გასული წელთან შედარებით. (2018 წელი - 8,264 მგზავრი).

მესტიის აეროპორტი დეკებრის თვეში 595 მგზავრს მოემსახურა, რაც 97 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის დეკემბერი 302 მგზავრი). 12 თვის ჭრილში კი თამარ მეფის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი 23 % გაიზარდა. (2018 წელი - 6,741 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტი დეკემბერში 67 მგზავრს მოემსახურა, რაც 179 % მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2018 წლის დეკემბერი - 24 მგზავრი). რაც შეეხება 12 თვის ჯამს, ამბროლაურის აეროპორტში 2019 წელს მგზავრთნაკადი, მესტიის აეროპორტის მსგავსად, 23 % გაიზარდა და 1,866 მგზავრს მოემსახურა. (2018 წელი - 1,523 მგზავრი). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system