თავში

შიდატურიზმის წასახალისებლად პრემიერმა ახალი პროგრამა დააანონსა

შიდატურიზმის წასახალისებლად პრემიერმა ახალი პროგრამა დააანონსა
შიდატურიზმის წასახალისებლად პრემიერმა ახალი პროგრამა დააანონსა

„ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოსთვის“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ტურისტულად მნიშვნელოვან რეგიონებს კრიზისით გამოწვეული პრობლემები შეუმსუბუქოს. პრემიერმა მოქალაქეებს ქვეყანაში აქტიური მოგზაურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოსთვის“ და თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო ამ პროგრამაში ჩავერთოთ მაქსიმალურად აქტიურად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისა და ვიზიტორებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო“, - აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „აღმოაჩინე ის რაც შენია “ უკვე მუშაობს. 

შიდატურიზმი ქვეყანაში 15 ივნისიდან არის გახსნილი, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველო 15 ივლისიდან ელოდება.

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი ხვალ, 10 ივლისს, გაიხსნება.

სეზონი უკვე აქტიურია საქართველოს საზღვაო კურორტებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system